22 ნოემბერი
ვიკიპედიიდან
<< | ნოემბერი | >> | ||||
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | ||||||
2008 |
22 ნოემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 326-ე დღე (ნაკიან წლებში – 327-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 39 დღე.
სექციების სია |
[რედაქტირება] დღის მოვლენები
- 1830 : ჩარლზ გრეი ხდება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი.
- 1922 : ეგვიპტოლოგია - ჰოვარდ კარტერი, ლორდ კარნარვონის დახმარებით, ტუტანხამონის აკლდამას ხსნის.
- 1942 : მეორე მსოფლიო ომი - ბრძოლა სტალინგრადთან - გენერალი ფრიდრიხ ფონ პაულუსი ადოლფ ჰიტლერს უგზავნის ტელეგრამას შეტყობინებით, რომ გერმანიის მე-6 არმია ალყაშია მოქცეული.
- 1943 : მეორე მსოფლიო ომი - აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და ჩინეთის ლიდერი ჩიან კაი-შეკი ხვდებიან ქაიროში, ეგვიპტე, რათა განიხილონ იაპონიის დამარცხების გეგმები (იხ. ქაიროს კონფერენცია.
- 1943 : ლიბანი საფრანგეთისგან დამოუკიდებელი ხდება.
- 1963 : ჯონ ფ. კენედის მკვლელობა - დალასში, ტეხასი, მოკლულ იქნა აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ ფ. კენედი, ხოლო ტეხასის გუბერნატორი ჯონ ბ. კონალი სერიოზულად დაშავდა. იმავე დღეს, მოგვიანებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი კურთხეულ იქნა აშშ-ის 36-ე პრეზიდენტად.
- 1968 : ბითლები უშვებენ ორმაგ ალბომს "ბითლები", შემდგომში ცნობილს, როგორც "თეთრი ალბომი".
- 1974 : გაერო პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციას დამკვირვებლის სტატუსს ანიჭებს.
- 1975 : ფრანცისკო ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ ესპანეთის მეფედ ხუან კარლოსი გამოცხადდა.
- 1977 : ბრითიშ ეარვეიზი იწყებს ზესწრაფი კონკორდით რეგულარულ რეისებს ლონდონი - ნიუ-იორკი.
- 1986 : ბოქსი - მაიკ ტაისონი მეორე რაუნდში ნოკ-აუტით ამარცხებს თრევორ ბერბიკს, ხდება რა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მძიმე წონის ჩემპიონი 20 წლისა და 4 თვის ასაკში.
- 1988 : პალმდეილში, კალიფორნია, ბომბდამშენი B-2 Spirit-ის პირველი პროტოტიპის პრეზენტაცია გაიმართა.
- 1989 : დასავლეთ ბეირუთში, მოტორკადასთან აფეთქებული ბომბის შედეგად დაიღუპა ლიბანის პრეზიდენტი, რენე მოავადი.
- 1990 : მარგარეთ ტეტჩერი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა.
- 2003 : თბილისში, საქართველო, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ოპონენტები პარლამენტის შენობას იღებენ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.
- 2004 : ნარინჯისფერი რევოლუცია იწყება უკრაინაში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბების შედეგად.
[რედაქტირება] ამ დღეს დაბადებულნი
- 1710 : ბახი, ვილჰელმ ფრიდმან - გერმანელი კომპოზიტორი (გ. 1784)
- 1722 : სკოვოროდა, ჰრიჰორი - უკრაინელი პეოტი, კომპოზიტორი, ფილოსოფოსი (გ. 1794)
- 1808 : კუკი, თომას - ბრიტანელი მოგზაური (გ. 1892)
- 1819 : ელიოტი, ჯორჯ - ბრიტანელი ნოველისტი (გ. 1880)
- 1869 : გიდი, ანდრე - ფრანგი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (გ. 1951)
- 1877 : ადი, ენდრე - უნგრელი პოეტი (გ. 1919)
- 1890 : დე გოლი, შარლ - საფრანგეთის პრეზიდენტი (გ. 1970)
- 1901 : როდრიგო, ხოაკინ - ესპანელი კომპოზიტორი (გ. 1999)
- 1917 : ჰაქსლი, ენდრუ ფილდინგ - ინგლისელი ფიზიოლოგი.
- 1923 : ჰილერი, ართურ - კანადელი კინორეჟისორი
- 1958 : კურტისი, ჯემი ლი - ამერიკელი მსახიობი ქალი
- 1962 : პელევინი, ვიქტორ - რუსი მწერალი
- 1967 : ბეკერი, ბორის - გერმანელი ტენისისტი
- 1984 : იოჰანსენი, სკარლეტ - ამერიკელი მსახიობი ქალი
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
- 1617 : აჰმედ I - ოსმალეთის სულთანი (დ. 1590)
- 1718 : ტიჩი, ედვარდ, მეტს. "შავწვერა" - ბრიტანელი პირატი
- 1900 : სულივანი, ართურ - ბრიტანელი კომპოზიტორი (დ. 11842)
- 1916 : ლონდონი, ჯეკ - ამერიკელი მწერალი (დ. 1876)
- 1963 : კენედი, ჯონ ფიცჯერალდ - ამერიკის 35-ე პრეზიდენტი (დ. 1917)
- 1963 : ჰაქსლი, ოლდოს ლეონარდ - ინგლისელი მწერალი.
- 1970 : ასლამაზაშვილი, სურენ - საბჭოთა კავშირის გმირი
- 1980 : ვესტი, მეი - ამერიკელი მსახიობი და მწერალი (დ. 1893)
- 1988 : მოავადი, რენე - ლიბანის პრეზიდენტი (დ. 1925)
- 1993 : ბურგესი, ენთონი - ბრიტანელი მწერალი (დ. 1917)
- 1996 : ლენარდი, მარკ - ამერიკელი მსახიობი (დ. 1924)
[რედაქტირება] დღესასწაულები
ლიბანის დამოუკიდებლობის დღესასწაული (1943)
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები
იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი |