ვიკიპედიიდან
2 დეკემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 336-ე დღე (ნაკიან წლებში – 337-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 29 დღე.
- 1409 : ლაიფციგის უნივერსიტეტი გაიხსნა.
- 1804 : პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ნაპოლეონ ბონაპარტმა თავი საფრანგეთის იმპერატორად გამოაცხადა, პირველი საფრანგეთის იმპერატორი ათასი წლის განმავლობაში.
- 1805 : ნაპოლეონის ომები - აუშტერლიცის ომი - ნაპოლეონის ჯარი ამარცხებს გაერთიანებულ რუსეთ-ავსტიის ძალებს.
- 1823 : მონროს დოქტრინა - აშშ-ის პრეზიდენტი ჯეიმს მონრო ამერიკის ნეიტრალიტეტს აცხადებს მომავალ ევროპულ კონფლიქტებში.
- 1848 : ფრანც იოზეფ I ავსტრიის იმპერატორი ხდება.
- 1851 : ახლადარჩეული საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ ლუი ბონაპარტი მეორე რესპუბლიკას აუქმებს.
- 1852 : ნაპოლეონ III საფრანგეთის იმპერატორი ხდება.
- 1920 : ალექსანდროპოლის ხელშეკრულებით დასრულდა სომხეთ-თურქეთის ომი.
- 1942 : მანჰეტენის პროექტი - მეცნიერთა გუნდი ენრიკო ფერმის ხელმძღვანელობით იწებს პირველ ბირთვულ ჯაჭვურ რეაქციაზე მუშაობას.
- 1956 : ფიდელ კასრო, ჩე გევარა და 26 ივლისის მოძრაობის 80 სხვა წევრი კუბაზე გადმოსხდა რევოლუციის დასაწყებად.
- 1961 : ეროვნულ რადიომიმართვაში კუბის ლიდერი ფიდელ კასტრო აცხადებს, რომ ის მარქსისტ-ლენინისტია და რომ კუბა კომუნისტურ წყობაზე გადადის.
- 1971 : აბუ დაბი, აჯმანი, ფუჯაირა, შარჯა, დუბაი და უმ ალ ქუვაინი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს ქმნიან.
- 1976 : ფილ კასტრომ ოსვალდო დორტიცოს ტორადო შეცვალა კუბის პრეზიდენტის პოსტზე.
- 1988 : ბენაზირ ბჰუტო პაკისტანის პრემიერ-მინისტრი და პირველი ქალი ქვეყნის მმართველი ხდება მუსლიმანურ სამყაროში.
- 1990 : კანცლერი ჰელმუტ კოლის კოალიცია იმარჯვებს პირველ სრულიად გერმანიის არჩევნებში 1932 წლის შემდეგ.
- 2007 : რუსეთის პრეზიდენტი პუტინის პარტიამ „ერთიანი რუსეთი“ ხმების უმრავლესობა მოიპოვა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
- 1348 : ჰანაზონო - იაპონიის იმპერატორი
- 1469 : მედიჩი, პიერო დი კოსმო დე - ფლორენციის მმართველი
- 1547 : კორტესი, ერნან - ესპანელი კონკისტადორი
- 1814 : სადი, დონატიენ ალფონს დე - ფრანგი მწერალი, სადიზმის ფუძემდებელი
- 1957 : ზაკელი, მანფრედ - პოლონელი ნეიროპათოლოგი და ფსიქიატრი
- 1969 : ვოროშილოვი, კლიმენტ - რუსი სამხედრო მოღვაწე (დ.1881)
- 1977 : ამაშუკელი, ვასილ - ქართველი კინორეჟისორი და ოპერატორი
- 1987 : აიზელი, დონ ფულტონი - კოსმონავტი
სხვა თვეები: