ვენერა (პლანეტა)
ვიკიპედიიდან
ვენერა (ძველი ქართული სახელწოდებაა მთიები, ხარიპარია, ცისკრის/მწუხრის ვარსკვლავი) მეორე პლანეტაა მზიდან და მას ხშირად დედამიწის დობილს უწოდებენ, ვინაიდან ორივე ციური სხეული ერთმანეთს საკმაოდ ემსგავსება სიდიდითა და შემადგენლობით. პლანეტას რომაელი სიყვარულის ქალღმერთის ვენერას სახელი ჰქვია.
ვენერას ზედსართავი სახელი "ვენერიულია", თუმცა მისი ამგვარი ფორმით გამოყენებისგან თავს იკავებენ, ამ სიტყვის თანამედროვე ტერმინოლოგიაში სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან ასოციაციის გამო. ამის ნაცვლად ზოგიერთი ასტრონომი იყენებს ზედსართავს "სითერიული", რომელიც მომდინარეობს "სითერეა"-დან, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში აფროდიტას ალტერნატიული სახელი.
ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ ლითონის ვარსკვლავად (金星), ხუთ ელემენტზე დაყრდნობით.
მზის სისტემა |
---|
პლანეტები: მერკური - ვენერა - დედამიწა - მარსი - იუპიტერი - სატურნი - ურანი - ნეპტუნი |
ჯუჯა პლანეტები: პლუტონი - ერისი - დისნომია - ქარონი |
სხვა: მზე - მთვარე - ასტეროიდთა სარტყელი - კომეტები - კუიპერის სარტყელი - გაბნეული დისკი - ოორტის ღრუბელი |
იხ. აგრეთვე ციური სხეულები და მზის სისტემის სხვა ობიექტები. |