იუპიტერი (პლანეტა)
ვიკიპედიიდან
ორბიტალური მახასიათებლები | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
დიდი ნახევარღერძი (რადიუსი) |
778,4 მლნ.კმ 5,2 а.е. |
||||||
ექსცენტრისიტეტი (გაჭიმულობა) |
0,048 | ||||||
პერიჰელიუმი | 740,7 მლნ.კმ 4,95 а.е. |
||||||
აფელიუმი | 816,1 მლნ.კმ 5,5 а.е. |
||||||
ორბიტალური პერიოდი | 4333,3 დღე 11,86 წელი |
||||||
საშუალო ორბიტალური სიჩქარე |
13,1 კმ/წმ | ||||||
ორბიტის დახრა | 1,3° | ||||||
თანამგზავრები | 63 | ||||||
ფიზიკური მახასიათებლები | |||||||
ეკვატორიალური დიამეტრი |
142,9 ათასი კმ 11,2 x დ. |
||||||
პოლარული დიამეტრი |
133,7 ათასი კმ 10,5 x დ. |
||||||
ზედაპირის ფართობი | 61,4 მილიარდი კმ2 120,5 x დ. |
||||||
მოცულობა | 1,43x1015 კმ3 1321 x დ. |
||||||
მასა | 1,9x1027 კგ 318 x დ. |
||||||
საშუალო სიმკვრივე | 1,326 გ/სმ3 | ||||||
მიზიდულობის აჩქარება |
23,1 მ/წმ2 2,4 x დ. |
||||||
ბრუნვის პერიოდი საკუთარი ღერძის გარშემო |
9 სთ. 55 წთ. | ||||||
ღერძული ბრუნვის დახრა |
3,13° | ||||||
ალბედო არეკვლის უნარი |
0,52 | ||||||
ტემპერატურა ხილვადი ღრუბლების |
|
||||||
ატმოსფეროს ზედა შრეების ძირითადი შემადგენლობა |
|||||||
წყალბადი (მოცულობით) | ~90% | ||||||
ჰელიუმი (მოცულობით) | ~10% | ||||||
მეთანი | 0,1% | ||||||
წყლის ორთქლი | 0,1% | ||||||
ამიაკი | 0,02% | ||||||
ეთანი | 0,0002% | ||||||
ფოსფინი | 0,0001% | ||||||
გოგირდწყალბადი | < 0,0001% |
იუპიტერი - მეხუთე პლანეტა მზიდან დაშორებით და მზის სისტემის უდიდესი ციური სხეული. პლანეტა ცნობილია ანტიკური ხანიდან და სახელწოდება მომდინარეობს ძველი რომაული ღვთაება იუპიტერიდან, რომლის საპატივსაცემოდაც მიიღო ეს სახელწოდება. მიეკუთვნება გაზის გიგანტების ტიპის პლანეტას.
სექციების სია |
[რედაქტირება] ფიზიკური მახასიათებლები
[რედაქტირება] პლანეტის პარამეტრები
იუპიტერი სიკაშკაშით მეოთხე სხეულია ცაზე (მზის, მთვარისა და ვენერის შემდეგ), თუმცა შიგადაშიგ მარსი იუპიტერზე უფრე მკვეთრად ჩანს. იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა. მისი ეკვატორული რადიუსი 71.4 ათასი კმ–ია, რაც დაახლოებით 11.2–ჯერ აღემატება დედამიწის ანალოგიურ მაჩვენებელს. მასით ის 2.5-ჯერ აღემატება მზის სიტემის ყველა დანარჩენ პლანეტათა მასათა ჯამს. ის იმდენად მასიურია, რომ მისი ბარიცენტრი მზესთან მიმართებაში ფაქტობრივად მზის ზედაპირის გარეთ მდებარეობს (1.068 მზიური რადია მზის ცენტრიდან). ის 318-ჯერ მასიურია დედამიწაზე და მისი დიამეტრი დედამიწისას 11-ჯერ, ხოლო მოცულობა 1300-ჯერ აღემატება. ბუნებრივად, იუპიტერის გრავიტაციული ზეგავლენა დომინირებს მზის სისტემის ევოლუციაზე: პლანეტათა უმრავლესობის ორბიტები უფრო ახლოსაა იუპიტერის ორბიტალურ სიბრტყესთან ვინემ მზის ეკვატორიალურ სიბრტყესთან. ასევე მცირე პერიოდის კომეტათა უმრავლესობა იუპიტერის ოჯახს ეკუთვნის (შედეგი იუპიტერის მასისა და ფარდობითი სიჩქარისა) და მასვე აკავშირებენ შიდა მზის სისტემის ისტორიის გვიანდელ მძიმე ბომბარდირებასთან. ზოგიერთი მკვლევარის თქმით იუპიტერის მზის სისტემის მტვერსასრუტია, მისი უზომო გრავიტაციული მიზიდულობის გამო.
[რედაქტირება] შინაგანი სტრუქტურა
იუპიტერი ძირითადად შედგება წყალბადისაგან და ჰელიუმისაგან და შემადგენლობით ახლოსაა მზესთან. ღრუბლების ქვეშ განლაგებულია 7–25 ათასი კილომეტრის სისქის ფენა, სადაც წნევისა და ტემპერატურის ზრდასთან ერთად (6000°С–მდე) წყალბადი აიროვანი მდგომარეობიდან გადადის თხევადში, თუმცა მკვეთრი ზღვარი აირად და თხევად მდგომარეობათა შორის არ არსებობს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იუპიტერის ბირთვი შედგება ჰელიუმზე ბევრად მძიმე ელემენტებისაგან. მისი დიამეტრის ზომაა 15–30 ათასი კილომეტრი და გააჩნია მაღალი სიმკვრივე. თეორიული გამოთვლების შედეგად დადგენილია, რომ ბირთვის ტემპერატურა – 30 000°С რიგისაა, ხოლო წნევა – 30–100 მილიონ ატმოსფეროს უდრის.
ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ იუპიტერი უფრო მეტ ენერგიას გამოასხივებს, ვიდრე შთანთქავს, რაც ალბათ დაკავშირებული უნდა იყოს პლანეტის ბირთვში მიმდინარე ბირთვულ რეაქციებთან.
[რედაქტირება] ატმოსფერო
იუპიტერის ატმოსფეროს ძირითადი შემადგენელი ელემენტებია: წყალბადი (81% – ატომთა რიცხვის მიხედვით, 75% – მასის მიხედვით) და ჰელიუმი (18% – ატომთა რიცხვის მიხედვით, 24% – მასის მიხედვით). აგრეთვე ატმოსფეროს შემადგენლობაშია მეთანი, ამიაკი და წყლის ორთქლი. ატმოსფეროს გარე ფენები შეიცავენ გაყინული ამიაკის კრისტალებს.
პლანეტის მოწითალო ფერს განაპირობებს ფოსფორის, გოგირდის და ნახშირბადის არსებობა. ღრუბელთა გარე ფენების ტემპერატურა დაახლოებით −130°С–ია, თუმცა სიღრმეში სწრაფად იზრდება. აპარატ "გალილეოს" მონაცემებით, 130 კმ სიღრმეზე ტემპერატურა +150°С–ს უახლოვდება, წნევა კი — 24 ატმოსფეროს.
მზის სისტემა |
---|
პლანეტები: მერკური - ვენერა - დედამიწა - მარსი - იუპიტერი - სატურნი - ურანი - ნეპტუნი |
ჯუჯა პლანეტები: პლუტონი - ერისი - დისნომია - ქარონი |
სხვა: მზე - მთვარე - ასტეროიდთა სარტყელი - კომეტები - კუიპერის სარტყელი - გაბნეული დისკი - ოორტის ღრუბელი |
იხ. აგრეთვე ციური სხეულები და მზის სისტემის სხვა ობიექტები. |