ვიკიპედიიდან
< ვიკიპედია:თავფურცელი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში
ამჟამად ქართულ ენაზე დამუშავების პროცესშია 14,446 სტატია.
რჩეული სტატია |
ჰანგული (კორ. 한글), ალტ. ჩოსონგული (조선글) დამწერლობა არის კორეული ენის ანბანი, რომელმაც კორეაში ჩინეთიდან შემოსული არაანბანური ჰანჯა შეცვალა. ანბანი ფონეტიკურია, მაგრამ მას მარცვლოვანი დამწერლობის გავლენაც ეტყობა, რაც ასოების მარცვლოვან ბლოკებში გაერთიანებაში გამოიხატება. ანბანი 14 თანხმოვნისგან და 10 ხმოვნისგან შედგება.
ჰანგული მეცნიერთა ჯგუფმა 1443 წელს შექმნა ჯოსონის დინასტიის მეოთხე მეფის სეჯონგ დიდის დავალებით. მეფემ ახალი ანბანის საჭიროება იმით ახსნა, რომ კორეული ენა ჩინურისგან ძალიან განსხვავდებოდა და უბრალო ხალხს უჭირდა იეროგლიფების სწავლა. ახალი ანბანის შესწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გამხდარიყო. ჰანგული ფონეტიკური დამწერლობაა, ანუ ყოველ ბგერას თითო ასო შეესაბამება. ასოთა მოხაზულობა შემუშავდა სხვა დამწერლობებისგან დამოუკიდებლად. ანბანის შექმნის პროექტი დასრულდა 1446 წელს და გამოქვეყნდა დოკუმენტში სახელად "ჰუნმინ ჯონგუმ", რაც ნიშნავს "ხალხისთვის ბგერების სწორად გამოყენებაზე". სწორედ ამ დოკუმენტის სათაურიდან წარმოიშვა ანბანის სახელიც. სამხრეთ კორეაში ანბანის გამოსვლის დღეთ 9 ოქტომბერი ითვლება, ხოლო ჩრდილოეთ კორეაში - 15 იანვარი. ამ დღეს ჰანგულის დღეს აღნიშნავენ. (...სრულად)
|
იცოდით, რომ... |
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
|
|
მთავარი სიახლეები |
|
13 აპრილი — ამ დღეს... |
- 1204 : ჯვაროსნებმა აიღეს კონსტანტინოპოლი
- 1559 : ხელი მოეწერა კატო-კამბრეზიის სამშვიდობო ხელშეკრულებას. დასრულდა იტალიის ომები.
- 1598 : საფრანგეთის მეფემ ანრი IVმ ხელი მოაწერა ნანტის ედიქტს, რომლითაც ფრანგ ჰუგენოტებს რწმენის თავისუფლება მიენიჭათ.
- 1829 : ინგლისის პარლამენტმა მიიღო ემანსიპაციის აქტი, რომლითაც ინგლისელ კათოლიკეებს რწმენის თავისუფლება მიენიჭათ.
- 1919 : მიუნხენში კონტრ-რევოლუციური აჯანყების ჩახშობა. ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკის ჩამოყალიბება.
- 1941 : საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოეწერეს თავდაუსხმელობის პაქტს.
- 1943 : ბერლინის რადიომ გამოაცხადა კატინის ტყეში აღმოაჩინა პოლონელი სამხედროების გვამები, რომლებიც ნკვდს მიერ 1940 წელს იყვნენ დახვრეტილნი.
- 1960 : საფრანგეთმა სახარაში გამოსცადა ატომური ბომბი.
- 1990 : საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად სცნო ნკვდს ბრალი კატინის ტყის ტრაგედიაში.
|
კვირის პროექტი |
|
|
ვიკიპედიის დობილი პროექტები |
|
|