მალტა
ვიკიპედიიდან
მალტა |
|
მალტის დროშა | მალტის გერბი |
ფართობი: 316 კმ² |
|
სახელწოდება. ოფიციალური - მალტის რესპუბლიკა. ეროვნული – Malta; Repubblika ta'Malta (მალტურად); Republic of Malta (ინგლისურად). არსებობს სახელწოდების ახსნის რამდენიმე ვარიანტი: (a) ფინიკიური: Malat - "ნავსადგური" aŭ "თავშესაფარი"; (b) ბერძნული: Meli - "თაფლი", Melta - "ფუტკარი"; (c) არაბული: Malta - "შიშველი".
გეოგრაფია. ქვეყანა მდებარეობს ხმელთაშუა ზღვაში ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკას შორის, განლაგებულია მალტის არქიპელაგზე. მთავარი კუნძულებია მალტა, გოცო და კომინო. ფართობი - 316 კვ.კმ.
სახელმწიფო. სახელმწიფო სისტემა - რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი . საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (65 წევრი). ადმინისტრაციული დაყოფა - 6 ოლქი.
დემოგრაფია. მოსახლეობა - 400 ათასი (2003), მათ შორის 96,6% მალტელები. სახელმწიფო ენა - მალტური და ინგლისური. რელიგია - კათოლიციზმი. დედაქალაქი - ვალეტა (7, აგლომ. 114 ათასი). ქალაქები - კორმი (18), შლიემა (12), ბირკირკარა (22).
ეკონომიკა. ეროვნული შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია. რესურსები - კირქვა, მარილი, სასოფლო-სამეურნეო მიწები. ვალუტა - მალტური ლირა (MTL).
ისტორია. საუკუნეების განმავლობაში მალტამ განიცადა ფინიკიელთა, ბერძენთა, რომაელთა, არაბთა შემოსევები. 1814 წელს გახდა ბრიტანეთის კოლონია. 1964 წლიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 2003 წლის მაისში კუნძულებზე ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირში შესვლას. 2004 წლიდან ევროკავშირის წევრია.
მემკვიდრეობა. ქალაქი ვალეტა, მეგალითური ტაძრები მალტისა და გოცოს კუნძულებზე.
ევროპის ქვეყნები | |
ავსტრია | აზერბაიჯანი | ალბანეთი | ანდორა | ბელგია | ბელარუსი | ბოსნია და ჰერცეგოვინა | ბულგარეთი | გერმანია | დანია | დიდი ბრიტანეთი | ესპანეთი | ესტონეთი | ვატიკანი | თურქეთი¹ | ირლანდია | ისლანდია | იტალია | ლატვია | ლიტვა | ლიხტენშტაინი | ლუქსემბურგი | მაკედონია | მალტა | მოლდოვა | მონაკო | ნიდერლანდები | ნორვეგია | პოლონეთი | პორტუგალია | რუმინეთი | რუსეთი¹ | საბერძნეთი | სან-მარინო | საფრანგეთი | საქართველო | სერბია | მონტენეგრო | სლოვაკეთი | სლოვენია | სომხეთი | უკრაინა | უნგრეთი | ფინეთი | ყაზახეთი¹ | შვეიცარია | შვეცია | ჩეხეთი | ხორვატია | |
დამოკიდებული ტერიტორიები: გერნსი | გიბრალტარი | კუნძული მენი | ფარერის კუნძულები | ჯერსი | |
¹ ნაწილი აზიაშია |