ვიკიპედია:ყავახანა
ვიკიპედიიდან
|
|
სექციების სია |
[რედაქტირება] საკუთარი სახელები
საკუთარ სახელებთან დაკავშირებით რამე უნდა მოვიფიქროთ. ამჟამად არეულობაა. მგ. გურამისთვის არის სტატია საკუთარ სახელზე. გიორგიზე კიდე მრავალმნიშვნელოვნების გვერდია გაკეთებული. Dimitri (Tamok) (გ) 12:03, 2 აპრილი 2007 (UTC)
[რედაქტირება] ეე ხალხნო რა
საერთოდ გაგვიბანძდა ქართული ვიკიპედია. მაგრამ ზატო სიღრმე, depth მაინც ადის მაღლა. :) Dimitri (Tamok) (გ) 12:49, 27 მარტი 2007 (UTC)
- აბა პრეზენტაციაზე ყველამ ხელი ჩაიქნია და...--Gnome 18:51, 28 მარტი 2007 (UTC)
ტამოკ, შენ ამბობ მაგას, თავას სად დაიკარგე? ისე მეც დავიკარგე :(--ტრულალა (გ) 19:11, 28 მარტი 2007 (UTC)
არა უშავს, ცანგალა მაინც მუშაობს სტახანოვურად და მომავალში ახალი ძალები გამოჩნდბიან ალბათ. Dimitri (Tamok) (გ) 11:39, 29 მარტი 2007 (UTC)
[რედაქტირება] სურათები
კიდევ ერთხელ მოგესალმებით.მაინტერესებს ორი საკითხი: 1.რა ვქნა, თუკი ვწერ სტატიას ქართულად და იგივე სურათის, რაც, მაგალითად, ინგლისურ ვერსიაშია, დაკოპირება არ მსურს იმის გამო, რომ ეს სურათი უხარისხოდ მეჩვენება?.2.პირადი შეტყობინებების დაწერა რა გზით არის შესაძლებელია, რათა ყველა კითხვა აქ არ დავსვა? 3.საკითხი მესამე - გუშინ დაზუსტებული ინფორმაცია შევიტანე სტატიაში რედ ჰოთ ჩილი ფეფერსი.დღეს კი დამხვდა სრულიად შეცვლილი, არასწორი ინფორმაციით, არასრული ბიოგრაფიული ცნობებით და ასე შემდეგ.არის თუ არა ასეთი შემთხვევების თავიდან აცილების რამე საშუალება?
- მომხმარებელი:Floydgeo პასუხი გავეცი მის პირად გვერდზე.Zangala 10:06, 20 მარტი 2007 (UTC)
-
- ხელის მოწერა ნუ გავიწყდება--Gnome 17:39, 20 მარტი 2007 (UTC)
[რედაქტირება] სტატიის დაკარგვა
გამარჯობათ.არ არსებობს რამე მეთოდი, რომ სტატია, რომელსაც ვწერდი, არ დაიკარგოს?ერთი საათი დავუთმე სტატიის წერას და გვერდის შენახვა რომ მინდოდა, აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ უკვე შეინახა ჩემზე ადრე და ჩემი შეინახა მხოლოდ რამდენიმე სტრიქონი.საკმაოდ დამთრგუნველია და საწყენია შრომის წყალში ჩაყრა და იქნებ, ამის თავიდან აცილების რამე მეთოდი არსებობს?მით უმეტეს, რომ მომხმარებელს, რომელიც ჩემს სტატიას არედაქტირებდა, არავითარი სიახლე მთლიან ტექსტში არ შეუტანია.ყოველი სტატიის დაწერისას მართლაც, ხომ არ უნდა ვაკოპირო ინფორმაცია.
- გამარჯობა, პირველ რიგში ცუდი არ იქნება ავტორის ხელმოწერება რომ ჰქონდეს. ახლა რაც შეეხება სტატიის დაკარგვას. თუ გულისხმობ სტატია Is there anybody out there? The Wall Live 1980-1981 მე მას მხოლოდ საერთაშორისო ბმულები დავუმატე. ცნობისთვის ყველა სტატიას აქვს ისტორიის გვერდი, სადაც ავტომატურად ფიქსირდება რომელ მომხმარებელმა რა ცვლილება შეიტანა სტატიაში. ეტყობა იმ მომენტისთვის ორივე ერთად ვიყავით სტატიის გვერდზე. მე პირველმა მოვასწარი გვერდის შენახვა და ამ დროს შენ არ მოგცა ამ მოქმედების განხორციელების საშუალება. ეს ნორმალური ფაქტია და არ ნიშნავს იმას, რომ სტატია დაიკარგა. Zangala 11:40, 16 მარტი 2007 (UTC)
შეგეძლო ბრაუზერზე Back ღილაკი გამოგეყენებინა და აღდგებოდა ის ტექსტი--Gnome 16:16, 16 მარტი 2007 (UTC)
[რედაქტირება] ინგლისური სახელწოდებების თარგმანის პრობლემა
მოგესალმებით ყველას, თქვენი აზრი მაინტერესებს. ინგლისური სახელწოდებები, მაგალითად, ტარანტინოს ცნობილი ფილმი ”pulp fiction", როგორ უნდა გადავთარგმნოთ, ”ფალფ ფიქშენ”-ი თუ ”მაკულატურა/კრიმინალური საკითხავი” ან, ვთქვათ, ”სპაის გელსი” vs. ”მწარე გოგონები” და ა.შ. როგორ აგვარებთ ამ პრობლემას??? მე ერიკ კლეპტონის ალბომების სახელწოდებები ვერ ვთარგმნე. თუ ვინმე მირჩევს, როგორ მოვიქცე, ძალიან მოხარული ვიქნები. :)--მარი 13:11, 1 მარტი 2007 (UTC)
- საერთოდ რეკომენდირებულია ინგლისური სახელები დაიწეროს ინგლისურად;
- არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადათარგმნო, ან თუ თარგმნი ფრჩხილებში ინგლისური მნიშვნელობა მიუწერე;
- და თუ მაინც ქართულად წერ, მაშინ ისე უნდა დაწერო როგორც გამოითქმის;
პ.ს. მე ასე ვიქცევი ხოლმე :)--Gnome 08:29, 9 მარტი 2007 (UTC)
- მარი ამ საკითხზე ვიკიპედიაშ უთანხმოებაა. შენ როგორც გინდა ისე მოიქეცი. რედირექტები კი ნებისმიერ შემთხვევაშ უნდა გაკეთდეს.Dimitri (Tamok) (გ) 06:37, 16 მარტი 2007 (UTC)
გთხოვთ გამოიყენოთ დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში, რომელიც მიღებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო ენის სამმართველოს (ხელმძღვანელი თინათინ ბოლქვაძე) მიერ, სადაც მუშაობს ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია. Zangala 09:04, 16 მარტი 2007 (UTC)
[რედაქტირება] მედიავიკი
ყველას გთხოვთ გადახედოთ სპეციალური:Allmessages და შეაფასოთ თარგმანები. თუ სადმე შეცდომაა ადმინისტრატორებო ჩაასწორეთ, მომხმარებლებმა კი მიუთითეთ შესაბამისი ფაილის განხილვაში!!!--ტრულალა (გ) 17:11, 15 თებერვალი 2007 (UTC)
[რედაქტირება] გმადლობთ
მადლობას ვუხდი ამომრჩევლებს ჩემთვის ნდობის გამოხატვისთვის, იმედია გავამართლებ თქვენს მოლოდინებს და ვიკიპედიის გაუმჯობესებაში ჩემს წვლილს შევიტან.
ვიკიპედიის დასახვეწად შემდეგი წინადადებები მაქვს:
სხვა ვიკიპედიებში, სადაც მომხმარებლებიც და ადმინისტრატორებიც ბევრნი არიან ფუნქციები განაწილებულია აქ კი ასეთი მკაცრი გადანაწილება არაა, ერთ მხრივ კარგია მეორე მხრივ არც ისე. მალაფაია სამწუხაროდ ქართულს არ ფლობს, და მისი წვლილი მხოლოდ ტექნიკური საკითხების მოგვარებით იფარგლება :( სოფო იშვიათად ჩანს. ცანგალა ახალბედებს აკვალიანებს, საბჭოთა ენციკლოპედიიდან იწერს სტატიებს და თვალყურს ადევნებს უკანასკნელ ცვლილებებს. ისლანდი კატეგორიზაციის მძიმე სამუშაოთია დაკავებული. ალსანდრო მთავარი გვერდის რუბრიკებს ავსებდა (იმედია მალე განაგრძობს) და ახალბედებს პორტალებში ეხმარებოდა + თარგებს აკეთებდა. ნუ დანარჩენები წერენ და არედაქტირებენ. ალსანდროს მოუცლელობის (იმედია სხვა მიზეზი არაა) გამო მთავარ გვერდზე სიახლეები, იცოდით რომ და დღის მოვლენები არ ივსება. მინდა მივმართო აქტიურ მომხმარებლებს, ვისაც დრო გაქვთ იზრუნეთ ამ რუბრიკებზე! სირცხვილია მოუვლელი და გაუახლებელი მთავარი გვერდი!
ცანგალას თხოვნა - ძალიან გთხოვ ენციკლოპედიიდან სტატიის გადმოწერისას ყურადღება მიაქციო რომ სტატია არ იყოს იდეოლოგიურად შეფერილი. თუ ასეთი რამ შეამჩნიე, გაფილტრე. კიდევ მგონი კარგი იქნება თარგი, რომელიც მიუთითებს რომ სტატია საბჭოთა ენციკლოპედიიდანაა, ან უბრალოდ წყაროდ ყოველთვის მიუთითე ენციკლოპედია.
ისლანდ - ხარაკირის ვერ გავიკეთებ იმის დასამტკიცებლად რომ შენი ქართული არცერთი ჩვენთაგანის ქართულს არ ჩამოუვარდება და ზოგიერთების ქართულს ჯობია კიდევაც. სხვა რითი დაგარწმუნო??? ასე რომ გაბედულად წერე სტატიებიც. თუ სერიოზული სტატიების წერა გიჭeირს ენის გამო, ეგებ თარიღები შეავსო მაინც... ისა და თარგებთან როგორ მეგობრობ???
To Malafaia and Island - I have translated more wikimedia messages in Wikibooks. you can compare here: სპეციალური:Allmessages and b:სპეციალური:Allmessages. I bag you to do something to make this translations common for all georgian projects. and to find way to export what is translated on wikibooks to wikipedia and wikiquote. to do it manually will take many time. Malafaia, we were tolking about it but I was very sleepy :( so... I think it is important thing what must be done.
ყველას - ჰმ... პრეზენტაციაზე უნდა ვიზრუნოთ!!!! სადაა ხალხი???--ტრულალა (გ) 15:02, 15 თებერვალი 2007 (UTC)
ნებისმიერ დროს დამიკავშირდით და დაგეხმარებით პრეზენტაციაზე, მეტი ამის შესაებ მე აქ დისკუსიების გამართვას აღარ ვაპირებ--Gnome 10:08, 16 თებერვალი 2007 (UTC)
გაუჩინარდნენ?!!! სამწუხაროდ ქართული სენია, ჯერ ყველა თავს დებს და შემდეგ .... ჭანო 00:05, 19 თებერვალი 2007 (UTC)
[რედაქტირება] რა ხდება ხალხო?!
მხოლოდ ლაპარაკი, კამათი, ირონია და ათასი საშინელება... როგორც მახსოვს ჯერ კიდევ დეკემბერში ვსაუბრობდით და გეგმებს ვაწყობდით პრეზენტაციაზე.
რა ხდება აღარ გინდა ეს ყველაფერი?!
უკვე სამი კვირაა შეხვედრას ვცდილობთ 5 კაცი. ასე ძნელია?!
ეხ...აი ასეთები ვართ რა ქართველები--Gnome 08:44, 3 თებერვალი 2007 (UTC)
გეთანხმები. მოდი იქეთ კვირაზე დავთქვათ.--ტრულალა (გ) 09:07, 3 თებერვალი 2007 (UTC)
კიდევ ერთი კვირა...ერთის მხრივ კარგია, ქართულ მენტალიტეტს ვამჟღავნებთ...-Gnome 15:57, 11 თებერვალი 2007 (UTC)
[რედაქტირება] ადმინისტრატორის არჩევნები
ადმინისტრატორის არჩევნები ინიშნება თავიდან. ცივილიზებულად ეხლა. თითოეული ადმინისტრატორის საქმე განვიხილოთ ცალცალკე. აზრის გამოხატვა ხდება ხმის მიცემით. დანარჩენი ჩაწერეთ განხილვებისთვის გამოყოფილ სივრცეში. არჩევნების წესი: მომხმარებელი სახელდება ადმინისტრატორის კანდიდატად თუ არჩევნების დასრულების შემდეგ მის მიერ მოგროვებული ხმების 2/3-ზე მეტი არის დადებითი. --> ვიკიპედია:ადმინისტრატორების არჩევნები Dimitri (Tamok) (გ) 09:19, 24 იანვარი 2007 (UTC)
[რედაქტირება] ლიცენზიის დარღვევების შესახებ
ისე მეორე და მესამე საკითხის აზრი არ მესმის, მითუმეტეს ლიცენზიის და საავტორო უფლებების.
- თუ არ გვესმის ე.ი. უნდა მოვუსმინოთ, წავიკითხოთ და გავიგოთ, საინტერესოა რამდენს შეუძლია ამ საკითხზე საუბარი... ძალიან ცოტას. დარწმუნებული ვარ რომ "შინაარსი, რომელიც არღვევს საავტორო უფლებებს, წაიშლება. ენციკლოპედიური მასალა გადამოწმებადი უნდა იყოს. თქვენ თანახმა ხართ თქვენი წვლილი GFDL ლიცენზიის პირობით შემოიტანოთ." რომელიც ყველა გვერდზე წერია ერთხელ მაინც დაუნახავს ყველას, მაგრამ ბევრი არ დაინტერესებულა ამ GFDL-ით და ყურადღებით არც წაუკითხავს ეს ლიცენზია და არც მისი ფილოსოფია ესმის. თუ ამ ლიცენზიას მივყვებით აქ ატვირთული მასალის 90% წასაშლელია, რადგან არც საწყისი ავტორი აქვს ხალხს მითითებული და არც პირობები. ეს საკითხი უბრალოდ მნიშვნელოვანი არაა - ის უმნიშვნელოვანესია! ეს ვიკიპედიისთვის იგივეა რაც ქრისტიანისთვის ბიბლია.
არ გეთანხმები. ის რაც ზოგადსაკაცობრიო ცოდნას შეეხება და არაა სახელმწიფო საიდუმლო, იმის შეზღუდვა ყოფლად არაჰუმანური და არასამართლებრივია. დავუშვათ არის წიგნი "XX საუკუნის ომების ენციკლოპედია", რომლის გამოყენებითაც დავწერე სტატია პირველი მსოფლიო ომი. ავტორის თანხმობის გარეშე არ შეიძლება ამ წიგნის წაკითხვა? ხოლო თუ წავიკითხე მიღებული ცოდნის გამოყენება??? ის რაც ხდება პროგრამული უზრუნველყოფის სამყაროში ყოვლად მიუღებელია თავმოყვარე ადამიანისთვის. ყველა მხრიდან იზღუდები, არ შეგიძლია ერთი პროგრამის ორჯერ დაყენება, თუ ბიძია ბილს არ გადაუხადე. ამერიკელები იქამდე მიდიან რომ რომ შეეძლოთ სახელმძღვანელოზეც დამატებით გადაგახდევინებდნენ, თუ მისი მეშვეობით გამოცდა ჩააბარე. ვერ ვხედავ ვერანაერ დანაშაულს იმაში რომ დაწერილი წიგნი გამოვიყენო სტატიის შესაქმნელად (ნუ ბოლოში ლიტერატურის მითითებით). სხვა მიდგომა მოაზროვნე ადამიანისთვის მიუღებელია. აქ ჩვენ ვმუსაობთ ურთიერთპატივისცემის და დაფასების პრონციპზე, არანაერ გასამჯელოს არ ვიღებთ ნამუშევარში და ხელს სტატიებს არ ვაწერთ. ჩვენ თავისუფლად ვუზიარებთ ერთმანეთს ცოდნას, ამიტომ შეგვიძლია ცოდნის მიღების ყველა წყარო გამოვიყენოთ! ცოდნის შეზღუდვა და საავტორო უფლებებით დაბლოკვა არის უდიდესი ბოროტება! ვოტ ტაკ.--ტრულალა (გ) 15:47, 23 იანვარი 2007 (UTC)
- ავტორის თამხმობის გარეშე წიგნის წაკითხვა შეიძლება, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ შენ ამ წიგნის კოპირება შეგიძლია. არ მეთანხმები? მეთანხმები. GFDL იცი რას ითვალისწინებს? იმას რომ შენ ადგები და ამას წააკითხავ სხვას და ის სხვა ამით რასაც უნდა იმას გააკეთებს. ანუ დავაკოპირებ და ბიზნესს მოვაწყობ. ის ავტორი კიდევ დარჩება თავისთვის. რაც ეხება ცოდნას და წიგნს: გადამიხადონ 5000 დოლარი და წიგნს დავწერ, თუ არ გადამიხდიან - არ დავწერ. ამაზე რა იურიდიული პასუხი გაქვს? მომენტი მეორე: მე ავდექი და გამოვაკარი ვიკიპედიაში ნიკოლიზ ფიროსმანის ნახატი და და არ მივაწერე რომ ამ სურათის გამოყენება მხოლოდ განსაღვრული მიზნით შეიძლება. იცი რა მოხდება? აი ადგება ჩემი ძმაკაცი და გამოფენას მოაწყობს ფუნჯის ერთი ჩამოსმით - აი რა დავხატეო. როდესაც კითხავენ რატომ დადეო - იტყვის რომ აი - ვიკიპედიაში არისო და მერე ვიკიპედია გამოდგება საქმის გამფუჭებელი. არ გებადება კითხვა თუ რატომ ვერ უჩივიან ოპენსორსის პროგრამისტებს ან პირიქით? ყველაზე მნიშვნელოვანია ლიცენზია, ყველგან! ის რასაც შენ ამბობ უბრალოდ არაეთიკურია! მე მინდა რომ ჩემი ნაწერი ამ ლიცენზიით გავრცელდეს და არა ლაილაი წესით. Software is provided "as is" არ არის ლიცენზია (BSD ლიცენზია), ლიცენზია ყველაფერს უნდა ითვალისწინებდეს.
- ვრცელდება კიდევაც შენი ნაწერი ამ ლიცენზიით, ხომ აწერია ყოველ გვერდს "შინაარსი წარმოდგენილია GFDL ლიცენზიის თანახმად." თუმცა Creative Commonს მირჩევნია მე პირადად, და ჩემს დაწერილს მაგით ვაფორმებ ხოლმე... GFDL ნამეტანი მოუხერხებელია. Glazier 17:04, 23 იანვარი 2007 (UTC)
creative comonssa da gfdl-ს შორის რა სხვაობაა? წიგნის კომპირება სიტყვა სიტყვის და წყაროს არ მითითება არაეთიკურია, გეთანხმებით, მაგრამ ამ წიგნიდან მიღებული მასალის დამუშავება და დაწერა სრულიად ეთიკურია. ხოლო თუ იმდენი ტვინი არ გაქვს რომ დაამუსავო და შექმნა სტატია ნუ მაშინ არ ვიცი აქ რა გინდა. თან აქ მგონი წიგნები კი არა სტატიებია, სტატიაში წიგნს ვერ ჩაწერ. სურათს რაც სეეხება, ფიროსმანისაა თუ ბებიაჩემის, დევს არა რომ ნახოს ყველამ, თუ შენი ძმაკაცი მაგას თავისად გაასაღებს ყოველთვის მოიძებნება ხალხი ვინც იტყვის, არა ძმაო ეს შენი არაა და როგორც მხატვარს სახელი გაუტყდება, ხოლო თუ ფიროსმანის სურათების გამოფენა მოაწყო როგორც ფიტროსმანის სურათების, ამაში ცუდი რა არის?--ტრულალა (გ) 18:14, 23 იანვარი 2007 (UTC)
- ამ წიგნიდან მიღებული მასალის დამუშავება და დაწერა სრულიად არაეთიკურია რადგან მის ავტორს ამის ნება არ მოუცია შენთვის. რა ეთიკაზე მელაპარაკები ამ შემთხვევაში? სტატიაში წიგნს ვერ ჩაწერ, მაგრამ შეიძლება მაგ წიგნიდან აბზაცი ამოიღო, რაღაც მონაცემები, სურათი, ისა, ესა. ანუ მასალა, რომელიც გარკვეული წესით არის აღბეჭდილი იმ წიგნში. არ აქვს მნიშვნელობა სურათთან დაკავშირებით ვინ რას იტყვის, ფაქტი ფაქტია რომ შენ ლიცენზიას არღვევ ამ შემთხვევაში. ამაში ცუდი რა არისო. აბა დაფიქრდი. CC-სა და GFDL-ს შორის რა განსხვავებაა თუ გაინტერესებს - წაიკითხე ორივე.GioMac 18:37, 23 იანვარი 2007 (UTC)
-
- არ გინდა რომ შენი წიგნი წაიკითხონ და გამოიყენონ მიღებული ცოდნა, მონაცემები? ნუ წერ წიგნს. გამოსავალი მარტივია. ანტიკური ისტორიკოსებიც როდესაც წერდნენ იყენებდნენ წინა თაობების ისტორიკოსების ნაშრომებს და საარქივო მასალებს და არავითარ ლიცენზიებზე არ ფიქრობდნენ. მათმა ნამუშევრებმა დღემდე მოაღწოეს, არავის არ მიუთვისებია. შემდეგი თაობების ისტორიკოსებიც მათ იყენებენ და რა? არ გამოიყენონ? მაშინ მეცნიერება მოკვდება და ეგაა. მოკლედ ეგ ლიცენზიები და მაიმუნობები ეწინააღმდეგება ცივილიზაციის არსს ისტორიულ ასპექტში. ნუ შევეშვათ ანტიკურ მწერლებს, მათი დიდი ხნის წინ გარდაცვალების გამო მგონი არავინ არ იცავს მათ საავტორო უფლებებს. ჩარლზ მესინჯერი (მგონი დღესაც ცოცხალია) თავის "XX საუკუნის ომების ისტორიაში" წერს ყოველი ბრძოლის შედეგებზე, მხარეების მიერ გაწეულ მსხვერპლზე. რაზე აქვს მას საავტორო უფლება? მსხვერპლის რაოდენობაზე? თუ არ უნდა რომ მისი ენციკლოპედიით სხვამ ისარგებლოს და გაიგოს სომაზე ბრძოლისას რა მოხდა და რამდენი დაიღუპა და ეს თავისუფლად განაცხადოს არ უნდა დაეწერა. ჩარლზ მესინჯერისგან სრულიად დამოუკიდებლად დაიღუპა სომაზე ნ ხალხი. ასე რომ მას ამ ინფორმაციის შეზღუდვაზე არავითარი უფლება არ აქვს. ეთიკას რაც შეეხება, მისი დაცვისთვის მივუთითე სტატიის ბოლოს თუ რა წიგნით ვისარგებლე, ეს ასევე დაინტერესებულ მკითხველში მოცემული წიგნის მიმართ ინტერესს გაზრის და შემიძლია ავტორს პირადად დიდი მადლობა გადავუხადო შესანიშნავი წიგნისთვის.
მაინტერესებს გიომაკ, წიგნების კითხვის და მათში არსებული ინფორმაციის გამოყენებიუს გარეშე სკაიპის გარდა რამეზე სტატიას დაწერ???--ტრულალა (გ) 15:14, 24 იანვარი 2007 (UTC)
- ”ანუ მასალა, რომელიც გარკვეული წესით არის აღბეჭდილი იმ წიგნში.” სკაიპის გარდა დავწერ და მივაწერ რომ იმ წიგნიდან წავიკითხე და ავტომა მომცა ამის უფლება. ახლა არ მკითხო ავტორს ვინმისცა მაგის უფრლება ეგ რომ დაეწერაო და ეგ საიდან იცისო. GioMac 12:47, 25 იანვარი 2007 (UTC)
არ გეთანხმები გიო. აბა მაიტა ავტორის თანხმობა. კიდევ ერთი ნიუანსი, არ ვიცი რა კანონით მაგრამ სადღაც წავიკითხე რომ ავტორის სიკვდილიდან 100 წლის მანძილზე მისი ნაშრომი ქოფირაითედ არის. ეგრე გერმანულ ვიკიწყაროში რემარკის დასავლეთი ფრონტის ტექსტი დავდე და წამიშალეს მითხრეს რაღაცა ქოფირაითებზე, რა ვერ გავიგე არ ვიცი მაგდენი გერმანული. რემარკი მოკვდა, და მის ნაწარმოებებზე ვიღას ეკუთვნის ქოფირაითი? შენ ჯინაზე მინდოდა ჩარლზ მესინჯერისთვის მიწერა, რომ გამოვიყენე თქო თვენი წიგნი და დიდი მადლობა, მაგრამ ვერ ვიპოვე მისი საკონტაქტო ინფო. მაგრამ დარწმუნებული ვარ ასეთი წიგნის დამწერი თან ისტორიკოსი უარს არ იტყოდა. ისტორიკოსია ბოლობოლო და ესმის რეალური ფასეულობების მნიშვნელობა. მაშინ ვინც საავტორო უფლებების მომხრეები ხართ მაიტათ, დადეთ აქ ნებართვა ვინ და როგორ მოგცათ? მე არაფერს არ დავდებ ვინაიდან არ ვარ მომხრე, თან უმეტესად იმ ავტორების ნაშრომებს ვიყენებ ვინც არაერთი ასეული წელია განისვენებს და თუ ვინმე რამეს მეტყვის რომ არაეთიკურია გავუსვებ პო დალშე! მაგ ლოგიკით ისტორიამ საერთოდ არ უნდა იარსებოს!--ტრულალა (გ) 15:52, 25 იანვარი 2007 (UTC)
- რას ნიშნავს ”აბა მაიტა ავტორის თანხმობა”?. რემარკზე არ ვიცი და მკვდარ ავტორებზეც არ ვიცი, ისევე როგორც შენ. სანამ არ გეცოდონება შენც ნუ იზამ მაგას, ვარაუდზე მუშაობ? ”არანაირი” არამგონია იყოს, ეგრე ყველა ავტორი რაღაც ხნის შემდეგ კვდება, ეგ არ ნიშნავს იმას რომ მე შემიძლია ავიღო ვეფხისტყაოსანი და ჩემს გემოზე გადავაკეთო. ჩარლზს რაც ეხება - ეგ არასწორია. შენ ავტორს რომ ეუბნები გამოვიყენე და მაგლობაო ეგრე სად არის? მოგცა მაგან გამოყენების უფლება? იქნებ რომ მისწერ და ეტყვი საერთოდ პატივად არ მიიღოს და პირიქით... დარწმუნებული ხარ სხვა რამეა და თქვა სხვა რამეა. მე ვარ საავტორო უფლებების მომხრე და არ დამირღვევია უფლებები, ა.გ. ვერაფერს ვერ მოგაწოდებ. ისტორია სხვა რამეა და ერთი კაცის აზრი, დადასტურებული ფაქტი, მისი სიტყვებით დაწერილი ტექსტი და ზუსტი ფრაზა სხვა რამეა.
მე ცოტა არი ყოს,არარელურადაც მიმაჩნია,რომ ყოველ წიგნზე რომელსაც მე ვიყენებ ან გამოვიყენებ,ავტორს ნებართვა ვთხოვო(?!),მითითება კი მიზანშეწონილად მიმაჩნია,თუნდაც ინტერესის შემთხვევაში გაუადვილდება ამა თუ იმ პიროვნებას დაწვრილებითი ინფორმაციის მოპოვება. მე მაგალითად,ბევ სტატიებს გერმანულიდან ვთარგმნი,ძირითადად ინფორმაციებს ვპოულობ სხვადასხვა ვებგვერდებზე,ვის უნდა ვთხოვო ნებართვისთვის?! მე ხომ ნამუშევრებს არ "ვითვისებ",ასე რომსაავტოროუფლებების დარღვევასაც ვერ ვხედავ.Chano 16:37, 25 იანვარი 2007 (UTC)
- თუ ნებართვას არ თხოვ მაშინ არ უნდა გამოიყენო, შენი ნებაა. წესების დაცვით ასეა - ან ნებას თხოვ და იყენებ ამ წყაროს ან არ იყენებს საეროდ. მითითება ’’’საჭირო’’’ მაშინ არის თუ ის მას მოითხოვს ან ლიცენზია მოითხოვს. თუ სხვა წყაროდან თარგმნი, მაშინ იმ წყაროსაც ექნება თავისი ლიცენზია ისევე როგორც ამ საიტს აწერია ქვევით ”პასუხისმგებლობის უარყოფა”. შეგახსენებთ სამ წინადადებას რომელიც ნებისმიერი გვერდის რედაქტირებისას ჩნდება:
”ნუ შემოიტანთ საავტორო უფლებებით დაცულ ნაშრომს ავტორის ნებართვის გარეშე! გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი წვლილი ვიკიპედიაში ექვემდებარება GDFL-ს (იხ. ვიკიპედია:საავტორო უფლებები დაწვრილებით). თუ არ გსურთ თქვენი ნამუშევარი დაუზოგავად ჩასწორდეს და/ან გავრცელდეს თქვენდა უკითხავად, მაშინ ნუ შემოიტანთ მას აქ. თქვენ ასევე პირობას დებთ, რომ ეს პირადად თქვენ დაწერეთ, ან გადმოწერეთ საზოგადოებრივი დომენიდან, ან კიდევ რაიმე მსგავსი თავისუფალი წყაროდან.”
- ახლა მიპასუხეთ, იცავთ თუ არა ამ წესს? მე არ გეუბნებით მოგწონთ თუ არა, მე სხვა რამეს ვკითხულობ.
- ეს ზუსტად რომ ნამუშევრების მითვისებაა. მარტივი მაგალითი: მე ვებგვერდზე გამოვაქვეყნე ლექსი რომელიც ყველას აინტერესებს და მივაწერე რომ ამ ინფორმაციის სხვაგან დაწერის უფლებას არ ვიძლევი, რადგან ეს ლექსი არის ჩემი ბევგვერდის პოპულარიზაციის და რეკლამით შემოსული თანხის მიზეზი. ვიღაცამ ეს ლექსი გადაწერა თავის საიტზე ნებართვის გარეშე და შემდეგ აღმოჩნდა რომ მე შემოსავალი და პოპულარობა დავკარგე. ერთი და იგივე არ არის შენი შემთხვევა და ეს შემთხვევა?
გეთანხმები ჭანო. საავტორო უფლებების დარღვევა და არაეთიკურობა იმჰო არის შემდეგი: გიომაკმა დაწეროს ნაშრომი, მე კი ის მივითვისო, ვთქვა რომ ჩემია. სხვათაშორის ვიკიში ჩემი დაწერილი სტატია ვინმემ რომ მიითვისოს ესეც არაა კარგი. ლიტერატურის მითითება კი აუცილებელია, სემდეგი მიზეზების გამო:
- ფაქტების გადამოწმება
- დაინტერესებულმა მკითხველმა შეძლოს მცემულ თემაზე მეტი ინფორმაციის მიღება.
- ასევე დაინტერესებულმა პირმა გაიგოს რაზე დაყრდნობით არის დაწერილი სტატია.
ხოლო ობიექტურ ფაქტებზე არავითარი საავტორო უფლებები არ არსებობს. სომის ბრძოლაში დაღუპულთა რიცხვს ჩარლზ მესინჯერის თუ ბიჭიკო ბანძელაძის წიგნიდან ამოვწერ, დაღუპულთა რაოდენობა ამით არ იცვლება და მნიშვნელობა ამას არ აქვს.--ტრულალა (გ) 02:46, 26 იანვარი 2007 (UTC)
- ობიექტურ ფაქტებზე არავინ გედავება ტრულალა. ეგ ყველაფერი ლიცენზიაში არის ნახსენები. ამიტომ გეუბნები რომ ”წაიკითხე!”. GioMac 13:50, 26 იანვარი 2007 (UTC)
- აქ არ არის საუბარი შენს და ჩემს აზრზე. აქ არის საუბარი წესზე და ლიცენზიაზე. GioMac 13:50, 26 იანვარი 2007 (UTC)
http://ka.wikipedia.org/wiki/ვიკიპედია:ხუთი_მცნება
მერე ვიკიპედია რისთვისაა საჭირო? ობიექტური ინფორმაციის მისაღებად რომლებიც ობიექტური ფაქტებისგან შედგება. საიდან ამოვიწერ ამას უკვე ჩემი პირადი საქმეა! კაცო, ლიტერატურულ ნაწარმოებებს ხომ არ ვიპარავთ აქ.--ტრულალა (გ) 08:46, 29 იანვარი 2007 (UTC)
[რედაქტირება] სახელების გადატანის შესახებ
დღეს ვათვალიერებდი გვერდს http://ka.wikipedia.org/wiki/სპეციალური:Log/move და ვუყურებდი ვიკიპედიელების ბრძოლას. უკვე ვეღარ გავიგე როგორ უნდა დაიწეროს თემა პიროვნებაზე, მაგალითად:
16:52, 25 იანვარი 2007 Chano (განხილვა | წვლილი) ლაბაძე, გია გადატანილია ლაბაძე,გია-ზე (revert)(revert)
08:53, 25 იანვარი 2007 Island (განხილვა | წვლილი) სორელი,კლოდ გადატანილია სორელი, კლოდ-ზე (revert)
06:34, 27 დეკემბერი 2006 Island (განხილვა | წვლილი) ბრაუნი,ჯეიმს გადატანილია ბრაუნი, ჯეიმს-ზე (revert)
04:01, 27 დეკემბერი 2006 Chano (განხილვა | წვლილი) ჯეიმს,ბრაუნი გადატანილია ბრაუნი,ჯეიმს-ზე (revert)
გავიგუდე სიცილისგან, ვერაფერი ვერ გავიგე :D როგორი შეთანხმება არსებობს ვიკიში ამის შესახებ?
- Лишний редирект жалко?.. "ბრაუნი, ჯეიმს"ც უნდა იყოს და "ჯეიმს ბრაუნი"ც ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ. და ხო, მძიმეები რომ შესწორებულია კაია :).
- მეც იგივე აზრზე ვიქნებოდი, მაგრამ როგორც მე ვხვდები ეს ყველაფერი იმისთვის არის გაკეთებული რომ ანბანურ ძებნაში ლამაზად გამოჩნდეს - ჯერ გვარები, მერე სახელები და არა სახელები და მერე გვარები. GioMac 07:52, 26 იანვარი 2007 (UTC)
- გვარი, მძიმე - თავისუფალი ადგილი (white line) და სახელი. ე. ი. ლაბაძე, გია და არა ლაბაძე,გია-ზეZangala 15:11, 25 იანვარი 2007 (UTC)
-
- დიდი მადლობა, გასაგებია GioMac 07:52, 26 იანვარი 2007 (UTC)
სამწუხაროდ არ მიმიქცევია ამისათვის ყურადღება,მაგრამ როცა ვინმე "," მერე რამეს წერს,მე მგონი რომ ადგილის გამოუტოვებლად წერს.პირადად ჩემთვიც დიდიმნიშვნელობა არ აქვს.უბრალოდ ადგილის გამოუტოვებლად,უფრო პრაქტიკული მიმაჩნდა.Chano 15:22, 25 იანვარი 2007 (UTC)
- როგორც ჩანს, გაუგებრობას აღარ აქვს ადგილი. სხვათა შორის, დიდი ხანია მაწუხებს ეს კითხვა: "პრაბელს" (ან space, blank, Leerzeichen ...) ქართულად რამე ჰქვია? - Island 17:14, 25 იანვარი 2007 (UTC)
მგონი "ჰარე" არ ვარ დარწმუნებული. ცანგალა, დააბრუნე ბენევენტუმები. ბენევენტოსთან ბრძოლა ისეთივე ანაქრონიზმია, როგორც პეტერბურგის ბლოკადა.--ტრულალა (გ) 18:11, 25 იანვარი 2007 (UTC)
- გუშინვე დავაბრუნე. ხარვეზი - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ტ. II, გვ.1244, თბ. 1990, სადაც მეორე მნიშვნელობა წერია: "შეუვსებელი ადგილი - შუალედი. ხარვეზი სტრიქონებს შორის". Zangala 18:45, 25 იანვარი 2007 (UTC)
პრობელი UGT-ის უთარგმნია როგორც "შორისი" ქართულ ვინდოუსშიც ეს ტერმინია აქტიურად გამოყენებული. ახლა ვნახე, [1] მე მგონი შემუშავებული ტერმინოლოგია ვიკიშიც უნდა დავნერგოთ, რაც არ უნდა უხერხული მოსასმენი იყოს პირველ ეტაპზე ესა თუ ის ტერმინი, თუმცა ფაქტია რამდენიმეწლიანი შრომა , მაიკროსოფტის შეკვეთა და საბოლოო ჯამში ვინდოუსის გამაქართულებელი პროგრამის გამოსვლა, ამა წლის 5 იანვარს, გასათვალისწინებელი რამ უნდა იყოს. საერთო ჯამში, მე მომხრე ვარ რომ მათი ტერმინები ვიკი–შიც გადმოვიტანოთ და ახალი ველოსიპედები არ ვიგონოთ. ან ყველაზე ცუდ ვარიანტში არ ვწეროთ სტატიები ისე როგორც პერსონალურ კომპიუტერზე დაწერილი სტატიაა ვიკიში, სადაც თუ რამე ტერმინს გაქვავებული შესატყვისი ა აქვს ინგლისური ორიგინალია დატოვებული. მოკლედ არ ვიცი, თქვენ მოიფიქირეთ:) --linguistus 20:01, 25 იანვარი 2007 (UTC)
- მგონია, "შორისი" ცუდი არ არის. შევეცდები ეს ვიხმარო და საერთოდ როცა კომპიუტერულ ტერმინებთან დაკავშირებით რამე კითხვა მექნება, UGT-ის საიტში თარგმანი მოვძებნო. გმადლობთ ყველას. - Island 03:49, 26 იანვარი 2007 (UTC)
- ”შორისი” არის. ეცადეთ UGT-ს არ გადაჰყვეთ, არც ისე კარგი ტერმინოლოგია აქვთ. http://www.gia.ge/terminology/ GioMac 07:52, 26 იანვარი 2007 (UTC)
linguistus სტატიაში პერსონალური კომპიუტერი ტერმინოლოგიბი გამოყენებულია ძველი სტანდარტებით... ეგ მე არ გამომიგონია..არსებობს წიგნები საიდანაც ეს ყველაფერია ამოღებული--Gnome 19:38, 29 იანვარი 2007 (UTC)
- ნამდვილად. გარდა იმისა რომ ტერმინები ძველია - თემაც ”ცოტა” წაუძველებს და აღწერს რაღაც კონკრეტულ ნაწილს და არა სისტემას ან გლობალურ სტარნდარტს, ულამაზოა. ალბათ თემის მოწესრიგება და ძველი ნაწილის სხვა თემაში გადატანა იქნება კარგი გამოსავალი. არაა კარგი ამხელა მასალის დაკარგვა. ეგ თემა კაი ხანია გეგმაში მიწერია. მივხედავ ერთხელაც :) GioMac 07:02, 30 იანვარი 2007 (UTC)
კარგს იზავ...მე საერთოდ დრო არ მაქვს თორე მეც მინდოდა ამის გაკეთება--Gnome 20:15, 30 იანვარი 2007 (UTC)
[რედაქტირება] თუ არსებობს მოსპობილი სტატიების საარქივო ასლები?
ვერ მოვასწარი მოსპობილი სტატიების პირადი ასლების გაკეთება - არ მიმიღია ელფოსტა სტატიების მოსპობის შესახებ...
შეიძლება სადმე ვიპოვო მათი ასლი?
ზოგადად - ალბათ სტატიების მოსპობის წინ ავტორისათვის ელფოსტითაა აუცილებელი შეტყობინება.
- თქვენს ელფოსტის მისამართზე გამოგიგზავნით იმ სტატიების ასლს (უკანასკნელ ვერსიას წაშლამდე). - Island 08:58, 31 მარტი 2007 (UTC)