ქალაქი რომი ძვ. წ. VIII საუკუნეში დაარსდა მდინარე ტიბრის ნაპირზე, პალატინის ბორცვზე. მის დაარსებას უკავშირებენ რომის ლეგენდარულ პირველ მეფეს რომულუსს.
ლეგენდის თანახმად ტყუპები რომულუსი და რემუსი დედის მხრიდან იყვნენ ტროადან გამოქცეული გმირი ენეასის ჩამომავლები, ხოლო მათი მამა იყო ომის ღმერთი მარსი.
ქალაქის აშენების დროს რემუსმა რომულუსი გააბრაზა, და ამ უკანასკნელმა მოკლა იგი და მარტო დაასრულა ქალაქის მშენებლობა. დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით ეს ძვ. წ. 753 წელს მოხდა.
ახალ ქალაქში რომულუსთან ყველა ჯურის მაწანწალა შეიკრიბა, ვისაც შეეძლო საკუთარი მამის დასახელება, ისინი პატრიციუსები გახდნენ, ვინც არ იცოდა თავისი წარმომავლობა - ისინი პლებეები.
რომულუსმა არაერთი ეტრუსკული ქალაქი დაანგრია და მოსახლეობა რომში გამორეკა. ლეგენდის მიხედვით, რომულუსის გარდაცვალებისას, რომი ძლიერი და მდიდარი ქალაქი იყო. (სრულად...)
|