ლიდლი
ვიკიპედიიდან
ლიდლი სრული სახელწოდება გერმანულად Lidl Stiftung & Co. KG - სიდიდით მეხუთე სურსათის დისკაუნტერი გერმანიაში, ფილიალებით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ეკუთვნის "შვარცის ჯგუფს" და შტაბ-ბინა აქვს ნეკარსულმში.
დისკაუნტერს ეკუთვნის 2450 სუპერმარკეტი გერმანიაში, დასაქმებული ჰყავს 75.000 ადამიანი და წლიური ბრუნვა შეადგენს 35 მილიარდ ევროს (2004 წლის მონაცემებით).
ლიდლი ეკუთვნის გერმანელ მეწარმეს დიტერ შვარცს.