რედიოჰედი
ვიკიპედიიდან
რედიოჰედი | |
---|---|
ედ ო ბრეინი და ტომ იორკი კონცერტზე. |
|
წარმოშობა | ებინგდონი,ოქსფორდშირი,ინგლისი |
აქტიურობის წლები | 1991 - დღემდე |
ჟანრ(ებ)ი | ალტერნატიული როკი არტ როკი ელექტრონული მუსიკა |
წევრები | ტომ იორკი ჯონი გრინვუდი ედ ო ბრეინი კოლინ გრინვუდი ფილ სელუეი |
ვებგვერდი | ოფიციალური საიტი |
რედიოჰედი (ინგლ. Radiohead) ინგლისური როკ ბენდია, რომელიც ჩამოყალიბდა 1986 წელს ებინგდონში, ოქსფორდშირში. თავდაპირველად ჯგუფს ერქვა On A Friday. მისი შემადგენლობა შექმნიდან დღემდე არ შეცვლილა: ტომ იორკი (ვოკალი, პიანინო, რიტმ გიტარა), ჯონი გრინვუდი (სოლო გიტარა, მუსიკალური კვალიატურა), ედ ო ბრეინი (გიტარა, ბექ ვოკალი), კოლინ გრინვუდი (ბასი, სინთეზატორები) და ფილ სელუეი (დრამი).
1992 წელს ჯგუფმა 80-იანი წლების ისეთი ალტერნატიული როკ ბენდების გავლენით , როგორებიცაა R.E.M. , Pixies და Sonic Youth, გამოუშვა პირველი სინგლი Creep. ეს იყო მათი სადებიუტო ალბომის, Pablo Honey-ის (1993 წ.) ერთ-ერთი სიმღერის მოულოდნელი გაჰიტება , რამაც განაპირობა ის, რომ რედიოჰედს უწოდებდნენ ”ერთჰიტიან საოცრებას”. მეორე ალბომით, The bends, ჯგუფმა როგორც იქნა დაიმსახურა კრიტიკოსების მოწონება დიდ ბრიტანეთში; ამ პერიოდში შეიძინა ახალი ფანებიც, რაც დამუხტული გიტარის ატმოსფეროსა და ტომ იორკის ფალცეტის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს.რედიოჰედის მესამე ალბომი, Ok Computer საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა; თავისი შთამბეჭდავი ხმითა და გაუცხოების თემებით ეს ალბომი , ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ერთ-ერთი წამყვანი ნამუშევარია.
წინააღმდეგობრივი და არაორდინალური ალბომებით, Kid A (2000) და Amnesiac (2001), რედიოჰედმა მიაღწია პოპულარობის პიკს. თუმცა ჯგუფის მუსიკალური ორიენტაცია რამდენადმე შეიცვალა , მოექცა რა ელექტრონული მუსიკის, ექსპერიმენტული ჯაზისა და თანამედროვე კლასიკური მუსიკის (Aphex Twin, Autechre, ჩარლზ მინგუსი, ოლივიე მესიენი) გავლენის ქვეშ. უკანასკნელი ალბომი, Hail To The Thief (2003), შეიძლება ითქვას, რომ კრიტიკის მოწონების საგნად იქცა. მასში თავმოყრილია ადრეული ნამუშევრების ყველა ასპექტი; გიტარის , ელექტრონიკისა და ლირიზმის სინთეზი საოცარ ეფექტს ახდენს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ბოლო ალბომებს ჰყავს განსხვავებული მუსიკალური გემოვნების მსმენელი, რედიოჰედი ხშირად იწოდება, როგორც თავისი დროის ყველაზე უფრო კრეატიული ბენდი, რომლის კონცერტებსაც ესწრება უამრავი ხალხი. დიდია მისი გავლენა სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებზე. რედიოჰედმა, როგორც ”აუთსაიდერების” ბენდმა, იწვნია მართლაც უდიდესი კომერციული წარმატება. ბევრი თვლის,რომ მათ მთავარ სტუდიასთან, ემისთან თანამშრომლობის მიუხედავად, პოლიტიკური და მუსიკალური დამოუკიდებლობა მაინც შეინარჩუნეს. დღესდღეობით ისინი სტუდიის გარეშე არიან დარჩენილი და მუშაობენ ახალ seventh studio album -ზე, რომელიც სავარაუდოდ 2007 წლისთვის გამოვა.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბენდის წევრები
- ტომ იორკი -ვოკალი, რიტმ გიტარა, პიანინო, ელექტრონული პროგრამირება.
- ჯონი გრინვუდი -სოლო გიტარა, მუსიკალური კლავიატურა, ონდეს მარტენოტი, ანალოგური სისტემები, სიმებიან-ხემიანი საკრავები, სხვადასხვა.
- ედ ო ბრეინი -გიტარა, ბექ ვოკალი ,ეფექტები, დასარტყამი ინსტრუმენტები.
- კოლინ გრინვუდი -ბასი, სინთეზატორები, სემპლერი.
- ფილ სელუეი -დრამი, დასარტყამი ინსტრუმენტები.
[რედაქტირება] ისტორია
[რედაქტირება] ჯგუფის ჩამოყალიბება და ადრეული წლები (1986-1991)
რედიოჰედი ჩამოყალიბდა 80-იანი წლების შუა ხანებში ებინგდონის ვაჟთა სკოლაში, სადაც ჯგუფის ხუთივე წევრი სწავლობდა. მათ რეპეტიციები დაიწყეს სკოლის მუსიკალურ ოთახში , ახალ ბენდს კი ”On A Friday" (”პარასკევს”) დაარქვეს ჩვეული სარეპეტიციო დღის მიხედვით. ჯონი, ყველაზე უმცროსი წევრი, თავიდან ჰარმონიკაზე უკრავდა, ხოლო შემდეგ იგი ბენდის სოლო გიტარისტად იქცა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ბენდის წევრებმა დროებით შეწყვიტეს სისტემატური მეცადინეობები უნივერსიტეტში სწავლის გამო. თუმცა არდადეგებზე მაინც აგრძელებდნენ დაკვრას. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ 1991 წელს,როდესაც მომავალი რედიოჰედის ოთხმა წევრმა, უმცროსი ჯონის გარდა, აიღო დიპლომები, ბენდი On A Friday აღდგა.ჯგუფმა დაიწყო დემოების ჩაწერა (მაგალითად Manic Hedgehog Demo) და ცოცხლად შესრულება. ახალმა ლაივ ჩანაწერებმა ხმის ჩამწერი სტუდიების ინტერესი გამოიწვია. ჯგუფმა გააფორმა ექვსი ალბომის ჩასაწერი ხელშეკრულება EMI-სთან. გარკვეულწილად ეს იყო ბედნიერი შემთხვევაც_კოლინ გრინვუდი და ემის ”შემსრულებლებისა და რეპერტუარის მაძიებელი”(A&R Man) მენეჯერი კეიტ ვოზენკრაფტი ერთმანეთს შეხვდნენ ჩანაწერების მაღაზიაში, სადაც კოლინი მუშაობდა. სტუდიის მოთხოვნით, ბენდმა სახელი შეიცვალა და თოლქინგ ჰედს-ის ალბომის True Stories ერთ-ერთ სიმღერის მიხედვით დაირქვა Radiohead.
კოლინ გრინვუდი შემდეგში აღნიშნავს:”ჩვენი ჯგუფის შექმნა იყო არაორდიანალური მოვლენა. როცა დავიწყეთ, ვიყავით ვაჟთა სკოლის 15 წლის მოსწავლეები, რომელთათვისაც არც ისე ხშირი იყო მხიარული ატმოსფერო . ჩვენ გვინდოდა ამ ყველაფრისგან გაქცევა და საკუთარი სივრცის პოვნა , და ამას ვაკეთებდით კიდეც კოლეჯში ყოფნის პერიოდში.”