რომი (სასმელი)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "რომი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: რომი (მრავალმნიშვნელოვანი) |
რომი ეს ძლიერი სპირტიანი სასმელია, რომელიც შაქრის ლერწმის საკმაოდ რთული გზით გადამუშავების შედეგად მიიღება.არსებობს რომის რამდენიმე სახეობა.ღია ფერის რომს ანუ უფერო, ოქროსფერი და მუქი რომი.
სიტყვა რომის (ინგ. rum) წარმომავლობა უცნობია. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ის სიტყვისგან rumbullion მომდინარეობს, რაც "დიდ ხმაურს" ნიშნავს. მეორე ვარიანტის მიხედვით, რომი სპირტიანი სასმელებისთვის განკუთვნილი ბოკლის სახელწოდებიდან «rummers» მომდინარეობს, რომელსაც ჰოლანდიელი მეზღვაურები იყენებდნენ. სხვა ვარიანტებს შორისაა ლათინური სიტყვის «saccharum» (შაქარი) შემცირებული ვერსია და ფრანგული «arôme» (არომატი).