ფლობერი, გუსტავ
ვიკიპედიიდან
გუსტავ ფლობერი (Gustave Flaubert)(* 12 დეკემბერი, 1821, რუანი ― † 8 მაისი, 1880, კრუასე, რუანის მახლობლად) - ფრანგი მწერალი, მე-19 საუკუნის დასავლეთის ერთ-ერთი უდიდესი რომანისტი. განსაკუთრებით ცნობილია თავისი პირველი რომანით "მადამ ბოვარი" და საკუთარი სტილისადმი პედანტური დამოკიდებულებით, რაც გამოიხატებოდა მის გაუთავებელ ძიებაში "ზუსტი სიტყვისთვის" (ფრ. le mot juste). დაიბადა რუენში, სენ-მარიტიმი, საფრანგეთის ჰოტ-ნორმანდიის რეგიონში.