ფრანკლინი, ბენჯამინ
ვიკიპედიიდან
ბენჯამინ ფრანკლინი (*17 იანვარი, 1706, ბოსტონი ― † 17 აპრილი, 1790, ფილადელფია) — აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი დამფუძნებელთაგანი, ადრეული პოლიტიკური ფიგურა და სახელმწიფო მოღვაწე; მეცნიერი, გამომცემელი; ამერიკის რევოლუციის სულისჩამდგმელი.
ერის მამად წოდებული, ფრანკლინი ცნობილი იყო განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით, წერის ნიჭითა და ინტერესთა ფართო სპექტრით. აქტიურმა საზოგადო მოღვაწემ და დიპლომატმა, მან ნიადაგი მოამზადა ამერიკის რევოლუციისთვის.
ბენჯამინ ფრანკლინი — ერთ-ერთია აშშ ფუძემდებლებიდან, რომელმაც ხელი მოაწერა სამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ დოკუმენტს და ამ გზით საფუძველი ჩაუყარა ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ეს დოკუმენტებია:
- აშშ დამოუკიდებლობის დეკლარაცია;
- აშშ კონსტიტუცია;
- 1783 წელს ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულება (მეორე პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულება), რომელმაც ფორმალურად დაასრულა ბრძოლა ამერიკის 13 კოლონიის დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობისათვის.
დაიბადა ბოსტონში. მიიღო დამოუკიდებელი განათლება. 1727 წელს დააფუძნა ფილადელფიის ტიპოგრაფია. (1729-1748) გამოსცემდა ”პენსილვანიის გაზეთს”. 1731 წ. დააფუძნა აშშ-ში პირველი საჯარო ბიბლიოთეკა, 1743 წ. - ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოება, 1751 წ. - პენსილვანიის უნივერსიტეტი, 1737-1753 წლებში - პენსილვანიის პოჩტმაისტერი (ფოსტის უფროსი), 1753-1754 ჩრდილო ამერიკული კოლონოიების პოჩტმაისტერი.