ქაიხოსრო I გურიელი
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ქაიხოსრო" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ქაიხოსრო |
ქაიხოსრო I გურიელი ( † დაახლოებით 1659), გურიის მთავარი 1640-1659, ვახტანგ I გურიელის ვაჟი. 1658 ლიპარიტ III დადიანთან (დედით დახევარძმა) ერთად ბანძასთან შეებრძოლა იმერეთის მეფეს ალექსანდრე III-ს და ვამეყ III დადიანს, მაგრამ დამარცხდა და ოსმალეთში გაიქცა. 1659 დასაწყისში ოსმალთა დახმარებით კვლავ დაჯდა გურიელთად და დაამარცხა იმავე წელს გურიაში შეჭრილი იმერეთის, სამეგრელოსა და აფხაზეთის ლაშქარი. ღალატით მოკლა იმერეთის მეფისა და დემეტრე გურიელის მიერ მოსყიდულმა თავადმა მაჭუტაძემ.