ჰიჩკოკი, ალფრედ
ვიკიპედიიდან
სერ ალფრედ ჰიჩკოკი (Sir Alfred Joseph Hitchcock, KBE; 13 აგვისტო, 1899 - 29 აპრილი, 1980) — უაღრესად გავლენიანი კინორეჟისორი და პროდიუსერი, რომელმაც დასაბამი დაუდო მრავალ ტექნიკას სასპენსისა და თრილერის ჟანრში.
მისი სამოცწლიანი კარიერის განმავლობაში მუნჯი კინოს ხანიდან მოყოლებული 50-ზე მეტი ფილმი აქვს გადაღებული. ჰიჩკოკი ერთ-ერთი ყველაზე მუდმივად წარმატებული საზოგადოდ ცნობილი კინორეჟისორი იყო მსოფლიოში მისი სიცოცხლის პერიოდში და დღემდე რჩება ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე მეტად ცნობილ და ყველაზე პოპულარულ კინორეჟისორად.