ვიკიპედიიდან
27 დეკემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 361-ე დღე (ნაკიან წლებში – 362-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 4 დღე.
- 537 : ჰაგია სოფიას მშენებლობა დასრულდა.
- 1703 : პორტუგალიამ და ინგლისმა ხელი მოაწერეს მეთუენის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით პორტუგალიიდან იმპორტირებულ ღვინოს საბაჟო შეღავათები დაუწესდა.
- 1831 : ჩარლზ დარვინი იწყებს მოგზაურობას ხომალდ ბიგლზე, სადაც მოგვიანებით მან ევოლუციის თეორიის ფორმულირება მოახდინა.
- 1904 : ჯეიმს ბარის სპექტაკლი პიტერ პენის პრემიერა შედგა ლონდონში.
- 1918 : დაიწყო პოლონელთა დიდი აჯანყება გერმენელების წინააღმდეგ.
- 1923 : იაპონელი სტუდენტი ნამბა დაისუკე ცდილობს უფლისწული ჰიროჰიტოს მკვლელობას.
- 1927 : ლევ ტროცკი კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს.
- 1932 : ნიუ-იორკში რადიო სიტი მიუზიკ ჰოლი გაიხსნა.
- 1932 : საბჭოთა კავშირში ერთიანი საპასპორტო სისტემა შემოიღეს.
- 1945 : მსოფლიო ბანკი შეიქმნა 28 ქვეყნის მთავრობის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით.
- 1949 : ნიდერლანდის დედოფალი ჯულიანა ინდონეზიის დამოუკიდებლობას ცნობს.
- 1978 : ესპანეთში დემოკრატია მყარდება 40 წლიანი დიქტატურის შემდეგ.
- 1979 : საბჭოთა კავშირი ავღანეთზე კონტროლს აწესებს. ბარბაკ კარმალი ცვლის მოკლულ პრეზიდენტ ჰაფიზულა ამინს.
- 1985 : პალესტინელი ტერორისტები რომისა და ვენის აეროპორტებში 18 ადამიანს კლავენ.
- 2001 : ჩინეთი და აშშ პერმანენტულ ნორმალურ სავაჭრო ურთიერთობებს ამყარებენ.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
სხვა თვეები: