ბაღდათის რაიონი
ვიკიპედიიდან
ბაღდათის რაიონი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი იმერეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის მაზრაში, 1917-28 - ქუთაისის მაზრაში, 1930 წელს გამოიყო ცალკე რაიონად. 1940-90 - მაიაკოვსკის რაიონი ერქვა.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
რაიონი უმეტესად მთაგორიანია, იგ მდებარეობს მესხეთის ქედის კალთებზე, მთისწინეთსა და იმერეთის დაბლობზე. ტერიტორია - 815 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 82.22 კვ.კმ. რაიონის მთავარი მდინარეა ხანისწყალი, რომელიც სათავეს იღებს მესხეთის ქედზე და ერთვის რიონს, აგრეთვე მისი შენაკადები (საკრაულა, ლაიშურა და სხვები). რაიონი მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით, რომელთა ბაზაზე შექმნილია კურორტები საირმე და ზეკარი.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა - 29 ათასი კაცი; სიმჭიდროვე - 36 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 23 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 22 სოფელი.
[რედაქტირება] მმართველობა
რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო - რაიონის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
- ქალაქის საკრებულო - 1: ბაღდათი;
- თემის საკრებულო - 6: დიმის, ზეგნის, ნერგეეთის, როკითის, ფერსათის, ხანის;
- სოფლის საკრებულო - 6: ვარციხე, მეორე ობჩა, პირველი ობჩა, როხი, საკრაულა, წითელხევი.
[რედაქტირება] ეკონომიკა
რაიონის სამეურნეო პროფილს განსაზღვრავს მევენახეობა და მის ბაზაზე შექმნილი მეღვინეობა. გავრცელებულია აგრეთვე მეხილეობა, მებოსტნეობა, ნაწილობრივ მეცხოველეობა. მრეწველობის მთავარი დარგია კვების მრეწველობა (ღვინის ქარხნები) და საშენი მასალების წარმოება.
[რედაქტირება] კულტურა
რაიონში 27 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 23 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი. ქ.ბაღდათში არის ვლ.მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი.
[რედაქტირება] ღირშესანიშნაობანი
- ისტორიული ძეგლები: ვარციხე, ობჩის, ქვედა ზეგანის, როკითის წითელხევის ეკლესიები, დიმის კოშკი, ხანის 12 მოციქულის სახელობის ეკლესია.
იმერეთის მხარე | |
ქუთაისი | ბაღდათის რაიონი | ვანის რაიონი | ზესტაფონის რაიონი | თერჯოლის რაიონი | სამტრედიის რაიონი | საჩხერის რაიონი | ტყიბულის რაიონი | ჭიათურის რაიონი | წყალტუბოს რაიონი | ხარაგაულის რაიონი | ხონის რაიონი |