ზესტაფონის რაიონი
ვიკიპედიიდან
ზესტაფონის რაიონი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი იმერეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში, 1930 წელს გამოიყო დამოუკიდებელ რაიონად.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
რაიონის ტერიტორია მდებარეობს კოლხეთის დაბლობსა და იმერეთის პლატოზე. მისი რელიეფი დანაწევრებულია მდინარეთა ხეობებით. ტერიტორია - 423 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია --- კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ყვირილა, ძირულა, ჩოლაბური, ჩხერიმელა და მათი შენაკადები.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა - 76 ათასი კაცი; სიმჭიდროვე - 180 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 60 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 1 დაბა და 58 სოფელი.
[რედაქტირება] მმართველობა
რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო - რაიონის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
- ქალაქის საკრებულო - 1: ზესტაფონი;
- დაბის საკრებულო - 1: შორაპანი;
- თემის საკრებულო - 15: ბოსლევის, დილიკაურის, ზედა საქარის, ილემის, კვალითის, კლდეეთის, მეორე სვირის, როდინაულის, სანახშირის, ფუთის, ქვედა საზანოს, ქვედა საქარის, შროშის, ცხრაწყაროს, ძირულის;
- სოფლის საკრებულო - 2: ზოვრეთი, პირველი სვირი.
[რედაქტირება] ეკონომიკა
წამყვანი დარგია მევენახეობა, რომლის განვითარებასაც ხელს უწყობს კარგი ნიადაგ-კლიმატური პირობები. მთავარი მარცვლეული კულტურაა სიმინდი, მოჰყავთ აგრეთვე საკვები კულტურები და ბოსტნეული. მრეწველობის მთავარი დარგებია შავი მეტალურგია, ელექტროტექნიკური და კვების მრეწველობა. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა მუშაობდა ჭიათურის მანგანუმის ბაზაზე. მნიშვნელოვანი საწარმოები იყო: “საქკაბელი” ზესტაფონში და “ელექტროელემენტი” შორაპანში. რაიონის ტერიტორიაზე გადის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალი და თბილისი-სამტრედიის საავტომობილო გზა.
[რედაქტირება] კულტურა
რაიონში 46 სახელმწიფო და 2 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 2 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 42 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.
[რედაქტირება] ღირშესანიშნაობანი
- ისტორიული ძეგლები: ციხესიმაგრე შორაპანში, ციხე შროშაში, ზედა საქარის, ტაბაკინის, სანახშირის ეკლესიები.
იმერეთის მხარე | |
ქუთაისი | ბაღდათის რაიონი | ვანის რაიონი | ზესტაფონის რაიონი | თერჯოლის რაიონი | სამტრედიის რაიონი | საჩხერის რაიონი | ტყიბულის რაიონი | ჭიათურის რაიონი | წყალტუბოს რაიონი | ხარაგაულის რაიონი | ხონის რაიონი |