New Immissions/Updates:
boundless - educate - edutalab - empatico - es-ebooks - es16 - fr16 - fsfiles - hesperian - solidaria - wikipediaforschools
- wikipediaforschoolses - wikipediaforschoolsfr - wikipediaforschoolspt - worldmap -

See also: Liber Liber - Libro Parlato - Liber Musica  - Manuzio -  Liber Liber ISO Files - Alphabetical Order - Multivolume ZIP Complete Archive - PDF Files - OGG Music Files -

PROJECT GUTENBERG HTML: Volume I - Volume II - Volume III - Volume IV - Volume V - Volume VI - Volume VII - Volume VIII - Volume IX

Ascolta ""Volevo solo fare un audiolibro"" su Spreaker.
CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
გიორინგი, ჰერმან - ვიკიპედია

გიორინგი, ჰერმან

ვიკიპედიიდან

ჰერმან გიორინგი
ჰერმან გიორინგი

გიორინგი, ჰერმან ვილჰელმ (გერმ. Hermann Wilhelm Göring) ( * 12 იანვარი 1893, როზენჰაიმი, გერმანია; † 15 ოქტომბერი 1946, ნიურნბერგი, გერმანია) - გერმანელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, პირველი მსოფლიო ომის გმირი, რაიხსმარშალი, პრუსიის პრემიერ- და შინაგან საქმეთა მინისტრი, ნაცისტური გერმანიის საჰაერო მიმოსვლის (Luftfahrt) მინისტრი.


სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

[რედაქტირება] 1932 წლამდე

გიორინგი დაიბადა ბავარიაში, ჰაინრიხ ერნსტ და ფრანცისკა გიორინგების ოჯახში. მამამისი იურისტი და 1885 - 1888 წ.წ. გერმანული სამხრ.-დას. აფრიკის (ახლანდ. ნამიბია) პირველი რაიხსკომისარი იყო. მამის გავლენით პატარა ჰერმანი კარლსრუეს კადეტთა სასწავლებელში იქნა შეყვანილი, რომელიც 1914 წელს დაამთავრა.

გიორინგი პირველ მსოფლიო ომში
გიორინგი პირველ მსოფლიო ომში

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისითანავე გიორინგი მოქმედ არმიაში ჩაეწერა და ბრძოლებში გამოჩენილი ტაქტიკური ტალანტის და მამაცობისთვის ინფანტერიის ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. 1915 წელს რევმატიზმების გამო იგი ლაზარეთში მოხვდა, რომელიც მალე უნებართვოდ დატოვა და განაცხადი საჰაერო ძალებში (Luftwaffe) შეიტანა. 1916 წელს მან პილოტის განათლება მიიღო.

1916 წლის 14 მარტს გიორინგმა მტრის პირველი ბომბდამშენი ჩამოაგდო. ამის შემდეგ მან სახელი გაითქვა, როგორც მამაცმა პილოტმა და მეთაურობდა Luftwaffe-ეს "26-ე ესკადრონს". 1918 წლის ივლისში მას კაპიტნის წოდება მიენიჭა და ლეგენდარული "წითელი ბარონის" მოულოდნელი დაღუპვის შემდეგ იგი დაინიშნა "Nr. 1 ესკადრონის", ე.წ. "რიხტჰოფენის ესკადრონის" მეთაურად. ამ თანამდებობაზე გიორინგი დარჩა ომის ბოლომდე და ჯამში 22 საჰაერო გამარჟვება მოიპოვა.

უკვე მე-19 საჰაერო გამარჯვების შემდეგ გიორინგი დაჯილდოებულ იქნა "Pour le Mérite"-ით - პრუსიის უმაღლესი ორდენით! ეს მოვლენა გამონაკლისი იყო, ვინაიდან ამ ორდენით პილოტები, როგორც წესი, 20 საჰაერო გამარჯვების მოპოვების შემდეგ ჯილდოვდებოდნენ.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გიორინგი მუშაობდა შოუ-მფრინავად დანიაში და 1920 წლიდან მფრინავად შვედურ ავიაკომპანიაში "Svenska Luftrafik". შვეციაში გაიცნო მან თავისი მომავალი პირველი მეუღლე ბარონესა კარინ ფონ კანცოვი (გერმ. Carin Freiin von Kantzow), რომელზეც მიუნხენში იქორწინა 1922 წლის თებერვალში. კარინი გარდაიცვალა ტუბერკულოზით 1931 წელს.

გიორინგის თვითმფრინავი პირველ მსოფლიო ომში
გიორინგის თვითმფრინავი პირველ მსოფლიო ომში

მისმა გმირულმა წარსულმა და კონტაქტებმა არისტოკრატიასთან ხელი შეუწყო გიორინგის პოლიტიკური კარიერის სწრაფ აღმასვლას. 1922 წელს იგი ნაცისტური პარიის წევრი გახდა და იმავე წლის დეკემბერში ჰიტლერის ბრძანებით დაინიშნა "SA"-ს შეფად. 1923 წლის 9 ნოემბერს გიორინგმა მონაწილეობა მიიღო ჰიტლერის მიერ მოწყობილ პუტჩის მცდელობაში (მიუნხენის პუტჩი), რომლის მარცხის შემგდომ იგი 4 წლით საზღვარგარეთ გაიქცა, სანამ 1927 წლის საყოველთაო ამინიისტიამ გერმანიაში დაბრუნების უფლება არ მისცა. თავდაპირველად მან იტალიას შეაფარა თავი, სადაც გაიცნო ბენიტო მუსოლინი და შემდგომ შვეციაში გადავიდა. აქ გიორინგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. 1925 წლის სექტემბერში იგი დისპანსერის დახურულ განყოფილებაში გადაიყვანეს, რადგან ამ დროისათვის გიორინგი უკვე მორფიუმზე ძლიერ დამოკიდებული იყო.

1927 წელს იგი დაბრუნდა გერმანიაში და ხელახლა შევიდა "NSDAP"-სა და "SA"-ში. 1928 წელს იგი რაიხსტაგის დეპუტატად აირჩიეს პარტიული ხაზით და ჰიტლერმა "SA"-ს ობერგრუპენფიურერის წოდება მიანიჭა.


[რედაქტირება] რაიხსტაგის პრეზიდენტი

1932 წლის 31 ივლისის საყოველთაო არჩევნებში "NSDAP"-მ დიდ წარმატებას მიაღწია და როგორც სიდიდით მესამე პარტია შევიდა რაიხსტაგში. ახალი რაიხსტაგის პირველსავე სხდომაზე "ცენტრისტული" და "ბავარიის სახალხო პარტიის" ხმების დახმარებით გიორინგი რაიხსტაგის თავმჯდომარედ (გერმ. Reichstagspräsident) იქნა არჩეული. ეს თანამდებობა მას საშუალებას აძლევდა ყოველდღიურ პირდაპირ კავშირში ყოფილიყო რაიხსპრეზიდენტ ჰინდენბურგთან. მომდევნო სხდომაზე, 1932 წლის 12 სექტემბერს, პარტიული მაქინაციებით გიორნგმა ხელი შეუშალა რაიხსკანცლერ ფრანც ფონ პაპენს დაეთხოვა რაიხსტაგი. იმავე სხდომაზე გიორინგმა დააყენა მთავრობის უნდობლობის საკითხი და ხმათა უმრავლესობით მიაღწია იმდენს რომ პაპენის მთავრობა გადადგა. თანამდებობის ბოროტად გამოყენებით მომდევნო თვეებში გიორინგმა მაქსიმალურად შეუწყო ხელი ვაიმარის რესპუბლიკის დაშლას.


[რედაქტირება] მესამე რაიხის ხანაში

გიორინგის ქორწინება
გიორინგის ქორწინება

1933 წლის 30 იანვარს ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გიორინგი "უპორტფელო მინისტრი" გახდა. ჰიტლრმა მის დაქვემდებარებაში გადაიყვანა "პრუსიის შინაგან საქმეთა რაიხსკომისარიატი", რაც იმას ნიშნავდა, რომ გიორინგი მთელი გერმანიის პოლიციის შეფი გახდა. ამ თანამდებობაზე მისი პირველი ნაბიჯები იყო პოლიციის რიგების "SA"-ს, "სს"-ის და "შტალჰელმის" წევრებით შევსება და "გესტაპოს" დაარსება, რომლიც შეფად გიორინგმა თავისი ნათესავი რუდოლფ დიელსი დანიშნა. იმავე წლის 10 აპრილს გიორინგი დაინიშნა პრუსიის პრემიერ-მინისტრად (გერმ. Ministerpräsident). მაისში იგი გახდა "საჰაერო მიმოსვლის" მინისტრი და "რაიხის მეტყევეთა და მონადირეთა უფროსი" (გერმ. Reichsforst- und Reichsjägermeister). 1930 წლის აგვისტოში ჰინდენბურგმა მას გენერლის წოდება მიანიჭა.

რაიხსმარშლის ალამი
რაიხსმარშლის ალამი

1934 წელს გიორინგი დაკავებული იყო პოლიტიკური მტრების განადგურებით. ამ საქმეში მისი თანამზრახველები იყვნენ ჰაინრიხ ჰიმლერი და რაინჰარდ ჰაიდრიხი. 1935 წელს გიორინგმა ჩაიბარა ხელახლა დაარსებული "Luftwaffe"-ეს მთავარსარდლობა და იმავე წლის 10 აპრილს მეორედ იქორწინა. ამჯერად მსახიობ ემი ზონემანზე (გერმ. Emmy Sonnemann), რომელთანაც შეეძინა ქალიშვილი ედა. 1936 წელს "Luftwaffe"-ემ პირველი საბრძოლო ნათლობა მიიღო ესპანეთის სამოქალაქო ომში. გიორინგის ბრძანებით "ლეგიონი კონდორი" დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს მხარეზე იბრძოდა. 1936 წლის 18 ოქტომბერს გიორინგი დაინიშნა "ოთხწლიანი გეგმის" ხელმძღვანელად და დაევალა გერმანიის მსხვილ ინდუსტრიის მაგნატებთან მჭიდრო თანამშრომლობით ქვეყნის საომარი მდგომარეობისათვის მომზადება. ამ მიზნით 1937 წელს დაარსებული იქნა "ჰერმან გიორინგის საიმპერიო საამქროები" (გერმ. Reichswerke Hermann-Göring), რომელიც 1944 წლამდე 12 ქარხნით და 228 საამქროთი მსოფლიოს უმსხვილესი ფოლადის მწარმოებელი კონცერნი იყო.

გიორინგი რაიხსმარშლის ინსიგნიებით
გიორინგი რაიხსმარშლის ინსიგნიებით

1938 წელს გერმანიამ გიორინგის უშუალო მონაწილეობით მოახდინა ავსტრიის "ანშლუსი". მას აგრეთვე დიდი წვლილი მიუძღვის "მიუნხენის შეთანხმების" დადებაში და ვერმახტის მთავარსარდლების, გენერალ-ფელდმარშალ ვერნერ ფონ ბლომბერგის და გენერალ ბარონ ვერნერ ფონ ფრიჩის, პოლიტიკური და სამხერდო სარბიელიდან ჩამოშორებაში. 1938 წლის 8 თებერვალს ჰერმან გიორინგს ვერმახტის გენერალ-ფელდმარშლის წოდება მიენიჭა. იმავე წლის აპრილში მისი ბრძანებით ებრაელებს ჩამეორთვა და სახელმწიფოს გადაეცა ბანკების ანგარიშებზე არსებული ქონება. ნოემბერში ასევე გიორინგის ბრძანებით ებრაულ მოსახლეობას გადასახადის სახით დააკისრეს სახელმწიფოსათვის 1,2 მილიარდი რაიხსმარკის გადახდა.

1939 წლის 30 აგვისტოს გიორინგი დაინიშნა "რაიხის თავდაცვის საბჭოს" თავმჯდომარედ. 31 აგვისტოს მისი ბრძანებით "Luftwaffe" თავს დაესხა პოლონეთს. მომდევნო დღეს, 1939 წლის 1 სექტემბერს რაიხსტაგის წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში ჰიტლერმა იგი თავის "მემკვიდრედ" დაასახელა. 1940 წლის 19 ივლისს გიორინგმა მიაღწია სამხედრო კარიერის მწვერვალს - მას მიენიჭა სპეციალურად მისთვის შექმნილი "გროსდოიჩე რაიხის რაიხსმარშლის" ტიტული (გერმ. "Reichsmarschall des Großdeutschen Reiches").

1941 წლიდან, მას შემდეგ რაც "Luftwaffe"-ემ ინგლისის წინააღმგედ საჰაერო ომი წააგო, გიორინგის პოპულარობამ და ავტორიტეტმა საგრძნობლად დაიკლო და იგი ნელ-ნელა ჩამოშორდა წამყვან პოლიტიკურ წრეს. 1942 - 1943 წ.წ. "Luftwaffe"-ემ ვერ შეძლო სტალინგრადისათვის ბრძოლაში მყოფი მე-6 არმიის საკმარისი უზრუნველყოფა, რისთვისაც პასუხისმგებლობა გიორინგს დაეკისრა. 1944 წელს იგი ხელმეორედ დაინიშნა "ოთხწლიანი გეგმის" ხელმძღვანელად, თუმცა ეს "თანამდებობა" მისი, როგორც მეორეხარისხოვანი პოლიტიკური ფიგურის როლს ვერ ცვლიდა.

1945 წლის 23 აპრილს გიორინგმა ბერხტესგადენიდან თანხმობა სთხოვა ჰიტლერს სახელმწიფო მმართველობის ჩაბარაბაზე. რასაც ფიურერის მრისხარე რეაქცია მოჰყვა. ჰიტლერმა ბრძანება გასცა დაეპატიმრებინათ გიორინგი, მას ჩამოერთვა ყველა თანამდებობა და გარიცხულ იქნა "NSDAP"-დან.

[რედაქტირება] დაპატიმრება, ტრიბუნალი და სიკვდილი

გიორინგი ნიურნბერგის პროცესზე
გიორინგი ნიურნბერგის პროცესზე

1945 წლის 7 მაისს გიორინგი დაპატიმრებულ იქნა აშშ-ს მე-7 არმიის მიერ ავსტრიაში, ფიშჰორნის სასახლეში და გადაეცა ნიურნბერგის პროცესი. 1946 წლის 1 ოქტომბერს სამხედრო ტრიბუნალმა გიორინგი დამნაშავედ ცნო დანაშაულის ოთხივე პუნქტში: 1) შეთქმულება მსოფლიო მშვიდობის წინააღმდეგ. 2) თავდასხმითი ომის დაგეგმვა, დაწყება და ჩატარება. 3) დანაშაული ომის კანონის წინააღმდეგ. 4) დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით მიუსაჯა.

სიკვდილით დასჯის წინა დღეს, 1946 წლის 15 ოქტომბერს ჰერმან გიორინგმა საწამლავით (ციან-კალიუმი) თავი მოიკლა საკანში.

იმის თაობაზე, თუ საიდან მოხვდა საწამლავი გიორინგის ხელში მრავალი ვერსია არსებობს. ყველაზე პოპულარი მათგან არის ვერსია, რომლის ტანახმადაც საწამლავი გიორინგმა ერთ-ერთი ამერიკელი ოფიცრისგან მიიღო, რომელსაც არ სურდა, რომ "Pour le Mérite"-ის ორდენის რაინდს სიცოცხლე სახრჩობელაზე დაესრულებინა. მეორე ვერსიით საწამლავი გიორინგს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მიაწოდა. 2005 წელს ყოფილმა ამერიკელმა ჯარისკაცმა ჰერბერტ ლიი სტივერსმა განაცხადა, რომ 1946 წელს მას ორმა უცნობმა მამაკაცმა გიორინგისათვის მისაცემად კაპსულაში მოთავსებული "მედიკამენტი" გადასცა. სტივერსის ვერსიის თანახმად ეს "მედიკამენტი" ციან-კალიუმი უნდა ყოფილიყო, რომლითაც გიორინმა თვითმკვლელობა შეძლო.


[რედაქტირება] ჯილდოები

  • ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ოქროს პარტიული ნიშანი - Goldenes Parteiabzeichen der NSDAP
  • თურქული "რკინის ნახევარმთვარის" ორდენი - Türkischer Eiserner Halbmond
  • მზვერავის ნიშანი (1914) - Beobachterabzeichen
  • პილოტის ნიშანი (1915) - Flugzeugführerabzeichen
  • პილოტის და მზვერავის ნიშანი ოქროში ბრილიანტებით - Flugzeugführer- und Beobachterabzeichen in Gold mit Brillanten
  • დაჭრილის ნიშანი შავ ფერში (1918) - Verwundetenabzeichen in Schwarz
  • "ფრონზე მებრძოლთა საპატიო ჯვრის" ორდენი - Ehrenkreuz für Frontkämpfer
  • საბრძოლო-სამახსოვრო სამკლავური "ბარონ ფონ რიხტჰოფენის საბრძოლო ესკადრონი" - Kriegs-Erinnerungs-Ärmelband "Jagdgeschwader Freiherr von Richthofen"
  • "ჰოჰენცოლერნთა პრუსიის სამეფო სახლის ორდენის რაინდის ჯვრის" ორდენი ხმლებით - Ritterkreuz des kgl. Preuss. Hausordens von Hohenzollern mit Schwertern
  • "რკინის ჯვრის ორდენი (1914) მე-2 და 1-ელი კლასის - Eisernes Kreuz (1914) 2. und 1. Klasse
  • "რკინის ჯვრის ორდენი (1939) მე-2 და 1-ელი კლასის - Eisernes Kreuz (1939) 2. und 1. Klasse
  • ორდენი "Pour le Mérite"
  • "რკინის ჯვრის ორდენის რაინდის ჯვრის" ორდენი - Ritterkreuz des Eisernen Kreuzes
  • "რკინის ჯვრის ორდენი დიდი ჯვრის" ორდენი - Großkreuz des Eisernen Kreuzes

Static Wikipedia (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu

Static Wikipedia February 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu