ვიკიპედიიდან
18 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის 291-ე დღე (ნაკიან წლებში – 292-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 74 დღე.
- 31 : რომის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოქალაქე სეიანუსი დაიჭირეს და სიკვდილით დასაჯეს.
- 1065 : დანიელები საქსონელებს ამარცხებენ აშინგდონის ბრძოლაში.
- 1685 : საფრანგეთის ლუი XIV გააუქმა ნანტის ედიქტი, რომელიც პროტექციას უწევდა ფრანგ პროტესტანტებს.
- 1851 : ჰერმან მელვილის "მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი" პირველად ქვეყნდება როგორც "ვეშაპი" ლონდონელი რიჩარდ ბენტლის მიერ.
- 1867 : აშშ-ს მფლობელობაში გადმოდის ალასკა, რაც ყოველწლიურად აღინიშნება შტატში, როგორც ალასკის დღე.
- 1898 : აშშ-ს მფლობელობაში გადმოდის პუერტო რიკო.
- 1908 : ბელგია იპყრობს კონგოს თავისუფალ სახელმწიფოს.
- 1912 : ბალკანეთის პირველი ომი იწყება.
- 1922 : ბრიტანეთის რადიომაუწყებლობის კომპანია (British Broadcasting Company - BBC), მოგვიანებით კი კორპორაცია, დაფუძნდა კონსორციუმის მიერ, რათა ჩამოეყალიბებინათ ქვეყნის მასშტაბით რადიოგადამცემების ქსელი, რომელიც უზრუნველჰყოფდა ეროვნულ მაუწყებლობას.
- 1925 : გრანდ ოლ' ოპრი, ამერიკის ქანთრი მუსიკის ჰოლი (ნეშვილი, ტენესის შტატი), იხსნება.
- 1944 : ადოლფ ჰიტლერი სცემს განკარგულებას გერმანიის ეროვნული მილიციის ჩამოყალიბებისთვის.
- 1944 : სსრკ იპყრობს ჩეხოსლოვაკიას.
- 1954 : ტექსას ინსტრუმენტსი ქმნის პირველ ტრანზისტორულ რადიომიმღებს.
- 1968 : პოლიციამ ჯონ ლენონისა და იოკო ონოს ბინაში ჩხრეკისას იპოვა მარიჰუანას 168 შეკვრა. მათ ჯარიმად 150 ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს.
- 1976 : ნიუ-იორკის მაფიის "ბოსთა ბოსის", კარლო გამბინოს, დაკრძალვის ცერემინია ნიუ-იორკში. კარლო გამბინო, რომელიც ძილში გარდაიცვალა, ამერიკის ყველაზე გავლენიან მაფიოზად ითვლებოდა. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევას ვარაუდობენ.
- 1989 : აღმოსავლეთ გერმანიის ლიდერი ერიხ ჰონეკერი გადადგა.
- 1991 : აზერბაიჯანი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1991 : საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბოლო სხდომა ჩატარდა.
- 1127 : გო-შირაკავა - იაპონიის იმპერატორი
- 1405 : პიუს II - რომის პაპი
- 1777 : კლაისტი, ჰაინრიხ ფონ - გერმანელი მწერალი
- 1801 : ურკისა, ხუსტო ხოსე დე - არგენტინის პრეზიდენტი
- 1804 : რამა IV - სიამის მეფე
- 1831 : ფრიდრიხ II - გერმანიის იმპერატორი და პრუსიის მეფე
- 1859 : ბერგსონი, ანრი - ფრანგი ფილოსოფოსი (გ.1941)
- 1902 : იორდანი, პასკალ - გერმანელი ფიზიკოსი
- 1918 : ბათიაშვილი, ოთარ - ქართველი ფთიზიატრი
- 1920 : მერკური, მელინა - ბერძენი მსახიობი (გ.1994)
- 1926 : ბერი, ჩაკ - ამერიკელი მუსიკოსი
- 1956 : ნავრატილოვა, მარტინა - ჩოგბურთელი
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
- 707 : იოანე VII - რომის პაპი
- 1035 : სანჩო III ნავარელი
- 1141 : ლეოპოლდ IV - ავსტრიის მარკგრაფი და ბაიერნის ჰერცოგი
- 1417 : გრიგოლ XII - რომის პაპი
- 1503 : პიუს III - რომის პაპი
- 1667 : ფასილიდესი - ეთიოპიის იმპერატორი
- 1769 : იოჰანეს II - ეთიოპიის იმპერატორი
- 1868 : რამა IV - სიამის მეფე
- 1886 : ზიბოლდი, ფილიპ ფრანც ფონ - გერმანელი ფიზიკოსი
- 1893 : გუნო, შარლ - ფრანგი კომპოზიტორი
- 1911 : ბინე, ალფრედ - ფრანგი ფსიქოლოგი
- 1921 : ლუდვიგ III - ბავარიის მეფე
- 1931 : თომას ედისონი - ამერიკელი გამომგონებელი (დ.1847)
- 1978 : მერკადესი, რამონ - ლევ ტროცკის მკვლელი
სხვა თვეები: