გრასი, გიუნტერ
ვიკიპედიიდან
გიუნტერ გრასი (გერმ. Günter Grass ან Graß), (*16 ოქტომბერი 1927, დანციგი, გერმანია, ამჟამად ქალაქი გდანსკი, პოლონეთი) — გერმანელი მწერალი, მოქანდაკე, მხატვარი, გრაფიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1999).
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
გიუნტერ გრასი დაიბადა 1927 წლის 16 ოქტომბერს ქალაქ დანციგში (ამჟამად გდანსკი). მისი მშობლები ვაჭრები იყვნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს გაწვეულ იქნა გერმანულ ჯარში და მსახურობდა საავიაციო დანაყოფში. ომის დასრულების შემდეგ 1946 წლამდე ამერიკელთა ტყეობაში გაატარა.
1947 – 1948 წწ. სწავლობდა ქვისმთლელობას დიუსელდორფში. ამის შემდგომ დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა ქანდაკებასა და ფერწერას. 1953 – 1956 წლებში ფერწერის შესწავლა გააგრძელა ბერლინის სახვითი ხელოვნების უმაღლეს სკოლაში.
1956 – 1959 წლებში ცხოვრობდა პარიზში. 1960 წელს დაბრუნდა ბერლინში, სადაც იგი 1972 წლამდე ცხოვრობდა. 1972 წლიდან 1987 წლამდე იგი ჯერ ვესტფალიის, შემდგომ კი შლეზვიგ–გოლდშტეინის ქალაქებში სახლობდა.
1954 გრასი ცოლად მოიყვანა ანა შვარცი, რომელსაც 1978 წელს დაშორდა. 1979 წელს ხელმეორედ იქორწინა უტა გრუნერტზე.
1956 – 1957 წლებში გიუნტერ გრასმა საკუთარი ქანდაკებებისა და გრაფიკული ნაშრომების გამოფენა დაიწყო, ამავე დროს დაიწყო მისი ლიტერატურით გატაცება. იმ დროს გრასი წერდა მოთხრობებს, ლექსებსა და პიესებს, რომელსაც თავად აბსურდის თეატრს მიაკუთვნებდა.
წარმოსახვითი ენით იყო დაწერილი რომანიც "თუნუქის დოლი" (გერმ. Die Blechtrommel). ამ რომანისთვის მან მიიღო პრემია "ჯგუფი 47"–ის, რომელშიც თვითონაც მოღვაწეობდა 1957 წლიდან. 1960 წელს ქალაქ ბრემენის ლიტერატურული პრემიის ჟიურის სურდა მიენიჭებინა პრემია რომანისთვის, თუმცა ბრემენის სენატი შეეწინააღმდეგა ამას. 1979 წელს რომანის ეკრანიზაცია გამოვიდა (რეჟისორი – ფოლკერ შლიონდორფი). იმავე წელს ფილმმა "თუნუქის დოლი" მიიღო კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი – ოქროს პალმის რტო, და ასევე "ოსკარი" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის.
გიუნტერ გრასისი მეორე რომანმა "კატა და თაგვი", რომლის მოქმედებაც მეორე მსოფლიო ომის დროს მიმინარეობს ქალაქ დანციგში, და მოგვითხრობს ახალგაზრდა იოაჰიმ მალკეს ისტორიას, სკანდალი გამოიწვია. ჰესენის მუშაობისა და ჯანდაცვის მინისტრმა, რომანში ონანიზმის სცენის აღწერის გამო, მოითხოვა ფედერალური ორგანოებისგან ჩაეტარებინათ რომანის კვლევა, როგორც ამორალური შინაარსის მქონე. თუმცა საზოგადოების პროტესტის შემდეგ მინისტრი იძულებული გახდა უკან დაეხია.
არჩევნებში გრასი მხარს უჭერდა გერმანიის სოციალ–დემოკრატიულ პარტიას და შემდგომში მისი წევრიც გახდა 1982 წელს. 1990 წელს იგი გერმანიის გაერთიანების წინააღმდეგ გამოდიოდა. იგი თვლიდა, რომა გაერთიანებული გერმანია კვლავ მილიტარისტულ ქვეყნად აღორძინდებოდა.
1985 წელს გრასმა ჯაზური მუსიკის წარმომადგენელ გიუნტერ ზომერთან ერთად გამოუშვა მრავალი უჩვეული ჩანაწერი, სადაც იგი კითხულობს საკუთარ ნაწარმოებებს ზომერის მუსიკის თანხლებით.
1999 წელს, 72 წლის ასაკში გიუნტერ გრასმა მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.
2005 წელს ჩამოაყალიბა ლიტერატურული წრე – "ლიუბეკის ლიტერატურული შეხვედრები".
ამჟამად გიუნტერ გრასი ცხოვრობს ქალაქ ლიუბეკში. ლიუბეკშივეა მისი სახლი, რომელშიც ინახება ყველა მისი ხელნაწერი.
[რედაქტირება] ციტატა
ნობელის პრემიის მიღებისას გიუნტერ გრასმა წარმოსთქვა:
"ჩვენ შიშით ვაკვირდებით, რომ კაპიტალიზმი, მას შემდეგ რაც მისი ძმა სოციალიზმი მკვდრად გამოცხადდა, განდიდების მანიითაა შეპყრობილი... "
[რედაქტირება] ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება] დანციგის ტრილოგია
- თუნუქის დოლი / Die Blechtrommel (1959)
- კატა და თაგვი / Katz und Maus (1961)
- ძაღლური წლები / Hundejahre (1963)
[რედაქტირება] რომანები
- ლოკოკინას დღიურიდან / Aus dem Tagebuch einer Schnecke (1972)
- შეხვედრა ტელგტეში / Das Treffen in Telgte (1979)
- ვირთხა / Die Rättin (1986)
- ჩემი ასიწლისთავი / Mein Jahrhundert (1999)
- კიბორჩხალას ტრაექტორია / Im Krebsgang (2002)