გულწითელა
ვიკიპედიიდან
გულწითელა (Erithacus rubecula), ფრინველი შაშვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 15-16 სმ, წონა 16-18 გრამი. გავრცელებულია ევროპასა და დასავლეთ აზიაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება როგორც მობინადრე ფრინველი. დებს 4-7 კვერცხს. ბარტყებს ჩეკს ზაფხულში. იკვებება მწერებით, ბალახის თესლით და კენკრით. ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური გულწითელა (Erithacus rubecula caucasicus), ხოლო მიმოფრენისას - ჩვეულებრივი გულწითელა (Erithacus rubecula rubecula).