კასპაროვი, გარი
ვიკიპედიიდან
გარი კიმოვიჩ კასპაროვი (*13 აპრილი, 1963) - ჭადრაკის გროსმაისტერი და სავარაუდოდ უძლიერესი მოჭადრაკე ისტორიაში. ბოლო 20 წლის განმავლობაში რანგით პირველი მოჭადრაკე, კასპაროვი 1985 წლიდან მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ფლობდა, თუმცა 2000 წელს იგი ვლადიმირ კრამნიკმა დაამარცხა. მას ასევე მოპოვებული აქვს საჭადრაკო ოსკარი 11-ჯერ - 1982, 83, 85, 86, 87, 88, 95, 96, 99, 2001 და 2002 წლებში.
კასპაროვმა პროფესიონალური ჭადრაკიდან წასვლა ოფიციალურად 2005 წლის 10 მარტს გამოაცხადა და ნაცვლად პოლიტიკას მიჰყო ხელი, მისი თქმით "ვლადიმირ პუტინის ოპოზიციაში", რომელსაც ის "ფაშისტსა" და "უნდობელ დიქტატორს" უწოდებს. ის ერთ-ერთი წამყვანი წევრია მოძრაობის "კომიტეტი 2008: თავისუფალი არჩევანი" - ლიბერალური ოპოზიციის ლიდერთა გაერთიანება. ჟურნალი ატლანტიკ მანზლის 2005 წლის დეკემბრის გამოშვების თანახმად კასპაროვი კენჭს იყრის პუტინის წინააღმდეგ 2008 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. პუტინს დასჭირდება კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა მესამე ვადით არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
გარი კასპაროვის დაბადების სახელია გარი ვაინშტაინი და წარმოშობით ბაქოდანაა, აზერბაიჯანი, სომეხი დედითა და ებრაელი მამით. ჭადრაკის სერიუზული შესწავლა მცირე ასაკიდან დაიწყო მშობლების ხელშეწყობით. შვიდი წლის ასაკში მამა გარდაეცვალა და გარი დედის გვარზე გადავიდა. დედის ნამდვილი გვარი კასპარიანი იყო, რომელიც მოგვიანებით რუსულ ყაიდაზე კასპაროვად გადაკეთდა.
სექციების სია |