კონევი, ივანე
ვიკიპედიიდან
კონევი, ივან სტეპანოვიჩ (რუს. Иван Степанович Конев) (* 28 დეკემბერი 1897, ლოდეინო (ვოლოგდა), რუსეთი; † 21 მაისი 1973, მოსკოვი, სსრკ) - რუსი საბჭოთა სამხედრო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის მარშალი, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი, ჩეხოსლოვაკიის და მონღოლეთის გმირი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
- 1914-1918- პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.
- 1918- წითელ არმიაში.
- 1918- სკკპ- ის წევრი.
- რუსეთის სამოქალაქო ომში მსროლელი ბრიგადის, დივიზიის, შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკის სახალხო-რევოლუციური არმიის შტაბის კომისარი.
- 1934- დაამთავრა მ,ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია.
- 1940-1941- სარდლობდა იმიერბაიკალეთის და ჩრდ.კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებს.
- 1941- ივნისი- გენერალ-ლეიტენანტი.
- ომის დასაწყისში მე-19 არმიის სარდალი
- 1941-(სექტ.-ოქტ.).1942-(აგვ.)- 1943-(თებ.) დასავლეთის ფრონტის სარდალი.
- 1941-ოქტომბერი კალინინის ფრონტის სარდალი.
- 1943-მარტი ჩრდილოეთ-დასავლეთ ფრონტის სარდალი.
- 1943-ივნისი -1943-ივლისი სტეპის სამხედრო ოლქის ჯარების, სტეპის ფრონტის სარდალი.
- 1943-ოქტომბერი.- მე-2 უკრაინული ფრონტის სარდალი.
- 1944- მაისი. 1945-მაისი. 1-ლი უკრაინული ფრონტის სარდალი.
- კონევის სარდლობის ქვეშ მყოფი ჯარები წარმატებით მოქმედებდნენ სმოლენსკის ბრძოლაში, მოსკოვის და კურსკის ბრძოლებში, დნეპრისთვის ბრძოლაში, კიროვოგრადის, კორსუნ- შევჩენკოს, უმანი-ბოტოშანის, ლვოვი-სანდომირის, ვისლა-ოდერის, ბერლინის და პრაღის ოპერაციებში.
- ომის შემდეგ ცენტრალური ჯგუფის ჯარების მთავარსარდალი და ავსტრიის უმაღლესი კომისარი 1945-1946.
- 1946-1950- სსრკ შეიარაღებული ძალების მინისტრის მოადგილე და სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი.
- 1950-1951- სსრკ სანხედრო მინისტრის მოადგილე, საბჭოთა არმიის მთავარი ინსპექტორი.
- 1951-1955- კარპატიისპირეთის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი.
- 1955-1956- სსრკ თავდაცვის მინისტრის 1-ლი მოადგილე და სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი.
- 1956-1960- სსრკ თავდაცვის მინისტრის 1-ლი მოადგილე და ერთდროულად 1955-1960 ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოების გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.
- 1960-1961 და 1962 (აპრილი). სსრკ თავდაცვის სამინისტროს განერალური ინსპექტორების ჯგუფში.
- 1961-1962- გერმანიაში საბჭოთა ჯარების ჯგუფის მთავარსარდალი.
- სკკპ ცკ-ის წევრი 1952. (კანდ).1939-1952.
- სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 1937.
- დასაფლავებულია წითელ მოედანზე კრენლის კედელში.
[რედაქტირება] ჯილდოები
- ”ლენინის ორდენით” 7-ჯერ
- ”ოქტომბრის რევოლუციის ორდენით”
- ”წითელი დროშის ორდენით” 3-ჯერ
- ”სუვოროვის ორდენით” I ხარისხის- 2-ჯერ
- ”კუტუზოვის ორდენით” I ხარისხის- 2-ჯერ
- ”წითელი ვარსკვლავის ორდენით”
- ორდენი ”გამარჯვება”