ლომბარდია
ვიკიპედიიდან
ლომბარდია (Lombardia) არის რეგიონი ჩრდილოეთ იტალიაში, მოიცავს ლაგო-მაჯიორეს, ლუგანოს, გარდას და კომოს ტბების რაიონს. სახელი ეწოდა ძველგერმანული ტომების ლანგობარდების მიხედვით.
- ფართობი – 23.8 ათასი.
- მოსახლეობა – 8.9 მლნ.
- ქალაქები (ათ.) – მილანი (1.302), ბრეშია (192), მონცა (120), ბერგამო (118), ვარეზე (84), კომო (83).
ლომბარდია ქვეყნის ძირითადი სამრეწველო ზონაა. აქ მდებარეობს მეტალურგიული საწარმოები (Falck), საავტომობილო ფაბრიკები (Autobianchi, Maserati, Alfa, Innocenti), ავეჯის და ფეხსაცმლის ფაბრიკები, გამომცემლობები (Rizzoli, Mondadori).