მეთოდისტები
ვიკიპედიიდან
მეთოდისტები, ინგლისელი პროტესტანტების ერთი მიმდინარეობის მიმდევრები, ანგლიკანური სექტა, დაარსებულია ძმები უესლების მიერ ოქსფორდის უნივერსიტეტში 1729 წელს. მიზანი – ბიბლიის შესწავლა მეთოდურად, წესების დაუფლება. შემდეგ ჯონ უესლი გამოვიდა ანგლიკანური ეკლესიის განახლების, რწმენის განწმენდის ქადაგებით, რეფორმის მოთხოვნით. ეკლესიამ მხარი არ დაუჭირა, მაგრამ ღია ცის ქვეშ დაიწყეს ქადაგება, მორწმუნეებს აშინებდნენ ჯოჯოხეთის სატანჯველით, მოიპოვეს ავტორიტეტი და დღეს ამერიკაში, ბალტიმორში, საეპისკოპოსო კათედრაც აქვთ (1787 წლიდან). მეთოდისტების მსოფლიო საბჭო აერთიანებს 55 ეროვნულ ეკლესიას, 10 წელში ერთხელ კონფერენციას იწვევენ.