საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
ვიკიპედიიდან
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია აერთიანებს საქართველოს 62 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და ცენტრს. აკადემია კოორიდინაციას უწევს სამეცნიერო კვლევებს საქართველოს მასშტაბით და ასევე ანვითარებს ურთიერთობებს უცხო ქვეყანათა აკადემიებსა და სამეცნიერო ცენტრებთან. ამჟამად აკადემიაში 65 სრული (ნამდვილი) წევრი აკადემიკოსი და 64 ასოცირებული წევრია.
[რედაქტირება] ისტორია
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია დაფუძნდა 1941 წლის თებერვალში თბილისში. დამფუძნებელი წევრი აკადემიკოსები იყვნენ: გიორგი ახვლედიანი (ენათმეცნიერება), ივანე ბერიტაშვილი (ფიზიოლოგია), არნოლდ ჩიქობავა (იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება), გიორგი ჩუბინაშვილი (ხელოვნებათმცოდნეობა), სიმონ ჯანაშია (ისტორია), ალექსანდრე ჯანელიძე (გეოლოგია), კორნელი კეკელიძე (ფილოფოგია), ნიკო კეცხოველი (ბოტანიკა), ტარასი კვარაცხელია (სუბტროპიკული კულტურები), ნიკო მუსხელიშვილი (მათემატიკა, აკადემიის პირველი პრეზიდენტი 1941-1972 წლებში), ილია ვეკუა (მათემატიკა, 1972-1977 წწ. აკადემიის პრეზიდენტი), აკაკი შანიძე (ენათმეცნიერება), ალექსანდრე თვალჭრელიძე (მინერალოგია), დიმიტრი უზნაძე (ფსიქოლოგია), კირიაკ ზავრიევი (სამშენებლო მექანიკა) და ფილიპე ზაიცევი (ზოოლოგია).
აკადემიის სხვა მნიშვნელოვანი წევრები იყვნენ: ექვთიმე თაყაიშვილი (ისტორია), შალვა ნუცუბიძე (ფილოსოფია), გიორგი წერეთელი (აღმოსავლეთმცოდნეობა), სიმონ ყაუხჩიშვილი (კლასიკური ფილოლოგია), კონსტანტინე გამსახურდია (ლიტერატურა), ბორის კუფტინი (არქეოლოგი), სერგი ჯიქია (თურქოლოგია), ელეფთერ ანდრონიკაშვილი (ფიზიკა), სერგი დურმიშიძე (ბიოქიმია), გიორგი მელიქიშვილი (ისტორია), ნიკოლოზ ბერძენიშვილი (ისტორია), ვიქტორ კუპრაძე (მათემატიკა), რევაზ დოღონაძე (კვანტური ელექტროქიმია)...
ამჟამად აკადემიის პრეზიდენტია (2004 წლიდან) აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე.
[რედაქტირება] ამჟამინდელი წევრები
...