ურდუ
ვიკიპედიიდან
ურდუ - ჰინდუსტანის ერთ-ერთი ვარიანტი, სამწერლობო და ლიტერატურული ენა, რომელსაც იყენებენ პაკისტანისა და ინდოეთის მუსულმანები. ურდუ პაკისტანის ოფიციალური ენა და ინდოეთის ერთ-ერთი მთავარი ლიტერატურული ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის ინდურ ჯგუფს. გენეტიკურად და სტრუქტურულად წარმოადგენს ჰინდის ნაირსახეობას. მისგან განსხვავდება სპარსული და არაბული სიტყვების სიუხვით.
სექციების სია |
[რედაქტირება] ზოგადი ცნობები
- მოლაპარაკეთა რაოდენობა: >45 მლნ
- ენის კოდი: ur
- სახელწოდება: ur - Urdu; en - Urdu; eo - Urduo
- დამწერლობა: არაბული
ურდუს საფუძველი გახდა დელის რაიონის კილოკავები, რომლებიც ცნობილია სახელწოდებით “კხარი ბოლი”. მათ ბაზაზე XIII-XVI სს-ში ჩამოყალიბდა სალაპარაკო ენა ჰინდუსტანი, რომელიც ეთნოსთაშორისი ურთიერთობების ენის ფუნქციას ასრულებდა. იგი გავრცელდა დიდ ქალაქებსა და სავაჭრო გზებზე საკუთრივ ჰინდუსტანში (ამჟამად უტარ-პრადეში) და პენჯაბში. XVI-XVIII სს-ში მოხდა ჰინდუსტანის ერთ-ერთი ნაირსახეობის ფორმირება (შემდგომში ურდუ), რომელზეც დიდი იყო სპარსულის და არაბულის ზეგავლენა. ურდუს დამწერლობა არაბულ გრაფიკაზეა.
[რედაქტირება] სტატუსი
ოფიციალური ენა:
გავრცელების არეალი:
ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში
[რედაქტირება] გრამატიკა
...
[რედაქტირება] ლექსიკა
ფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა - Salaam aleekum
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Khush amaadiid
- გმადლობთ - Shukriya; Danyavad
- კი / არა - HaaN; Ji han / Nahin; NehiiN
- გეთაყვა - Merher-bani she; Merhbaanii karke
- ნახვამდის - Khuda hafiz
რიცხვები
- 1 - e:k, 2 - do:, 3 - ti:n, 4 - cha:r, 5 - pa:nch, 6 - chha, 7 - sa:t, 8 - a:th, 9 - nau, 10 - das