ჰოლოკოსტი
ვიკიპედიიდან
ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალისტების და სხვა უმცირესობების, მასიური გენოციდი. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ადამიანი (უმრავლესობა ებრაელი). მოკლული საბჭოთა სამხედრო ტყვეების, პოლონელი ინტელექტუალების და სხვების გათვალისწინებით მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია.