ვიკიპედიიდან
17 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის 290-ე დღე (ნაკიან წლებში – 291-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 75 დღე.
- ძვ. წ. 538 : სპარსეთის მეფე კუროში ბაბილონს იღებს; 70 წლის განმავლობაში მონობაში მყოფ ებრაელებს ათავისუფლებს და ისტორიაში პირველ ადამიანთა უფლებების დეკლარაციას აკეთებს.
- 1244 : ლა ფორბის ბრძოლა - ხორეზმელებმა და ეგვიპტელებმა ჯვაროსნები დაამარცხეს.
- 1604 : კეპლერის ვარსკვლავი - გერმანელი ასტრონომი იაჰანეს კეპლერი აკვირდება განსაკუთრებით კაშკაშა ვარსკვლავის გაჩენას ოფიუხუსის თანავარსკვლავედის არეში. ეს მოვლენა მიჩნეულია ჩვენს გალაქტიკაში (რძიანი გზა) სუპერნოვას ბოლო მოვლენად.
- 1777 : სარატოგას ბრძოლა - ამერიკელებმა დიდი ბრიტანეთის ჯარები დაამარცხეს.
- 1781 : გენერალი ჩარლზ კორნუილისი ამერიკის რევოლუციურ არმიას დანებდა იორკტაუნთან, ვირჯინია.
- 1888 : თომას ედისონი აპატენტებს ოპტიკურ ფონოგრაფს (პირველი კინოფილმი).
- 1912 : ოსმალეთს ომი გამოუცხადეს ბულგარეთმა, საბერძნეთმა და სერბიამ, რითაც შეუერთდნენ მონტენეგროს ბალკანეთის პირველ ომში.
- 1931 : ალ კაპონე დააპატიმრეს საშემოსავლო გადასახადისგან თავის არიდების გამო.
- 1933 : ალბერტ აინშტაინი ნაცისტური გერმანიისგან აშშ-ს აფარებს თავს.
- 1945 : ზღვა ხალხი შეიკრიბა მაიოს მოედანზე ბუენოს-აირესში ხუან პერონის გათავისუფლების მოთხოვნით. ამ დღეს პერონის მომხრეები მოიხსენიებენ, როგორც სან-პერონს. ეს დღე პერიონიზმის დაბადების დღედ ითვლება.
- 1957 : ალბერ კამი ნობელის პრემიით დაჯილდოვდა ლიტერატურის დარგში.
- 1961 : დაახლოებით 200 (ზოგიერთი მონაცემებით 400) მშვიდობიანი ალჟირელი მომიტინგე დახვრიტა პარიზის პოლიციამ.
- 1961 : გაიხსნა სკკპ XXII ყრილობა, რომელზეც მიიღეს სკკპ-ის მესამე პროგრამა და მიზნად დაისახა 1980 წლისთვის კომუნისტური საზოგადოების აშენება.
- 1965 : ნიუ-იორკის მსოფლიო გამოფენა დაიხურა ორწლიანი ფუნქციონირების შემდეგ. იგი 51 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა.
- 1973 : ოპეკი აცხადებს ნავთობის ემბარგოს ზოგიერთი დასავლური ქვეყნისთვის, რომლებიც მხილებულ იქნენ ისრაელისთვის სირიასთან ომში დახმარებისთვის.
- 1979 : დედა ტერეზას მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
- გაერო : სიღარიბის მოსპობის საერთაშორისო დღე
სხვა თვეები: