ვიკიპედიიდან
29 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის 302-ე დღე (ნაკიან წლებში – 303-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 63 დღე.
- 437 : ვალენტინიანე III, დასავლეთ რომის იმპერატორი, ქორწინდება ლიცინია ევდოხიაზე, მისი ბიძაშვილი თეოდოსე II-ის (აღმოსავლეთ რომის იმპერატორი კონსტანტინოპოლში) ქალიშვილვზე, რითაც გაერთიადნა თეოდოსეს დინასტიის ორი შტო.
- 969 : ბიზანტიის ჯარები ანტიოქიას იღებენ სირიაში.
- 1618 : ინგლისელ მოგზაურს, მწერალსა და კურტიეს სერ ვალტერ რალეის თავი მოჰკვეთეს ინგლისის მეფე ჯეიმს I-ის წინააღმდეგ შეთქმულების მზადების ბრალდებით.
- 1675 : ლაიბნიცი პირველად იყენებს გრძელ თანხმოვან s, ∫, ინტეგრალისთვის.
- 1787 : მოცარტის ოპერა დონ ჯოვანის პრემიერა გაიმართა პრაღაში.
- 1863 : ჟენევაში შეკრებილი 16 ქვეყნის წარმომადგენელი საერთაშორისო წითელი ჯვრის შექმნაზე თანხმდება.
- 1923 : გამოცხადდა თურქეთის რესპუბლიკა. მისი პირველი პრეზიდენტი გახდა ქემალ ათათურქი.
- 1929 : ნიუ-იორკის სააქციო ბირჟა კრახს განიცდის, რასაც "შავი სამშაბათი" ეწოდა და რაც დიდი დეპრესიის დასაბამი გახდა.
- 1956 : დაიწყო სუეცის კრიზისი. ისრაელი შეიჭრა სინაის ნახევარკუნძულზე და ეგვიპტის ჯარები სუეცის არხისკენ განდევნა.
- 1964 : მძარცველებმა ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმიდან, ნიუ-იორკი, მარგალიტების ფასდაუდებელი კოლექცია გაიტაცეს, მათ შორის იყო 565 კარატის (113 გ.) ინდოეთის ვარსკვლავი.
- 1969 : ისტორიაში პირველი კავშირი განხორციელდა ორ კომპიუტერს შორი არპანეტ-ზე, რამაც ინტერნეტს დაუდო დასაბამი.
- 2004 : რომში ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ევროპის კონსტიტუციის შესახებ.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
სხვა თვეები