ვიკიპედიიდან
15 მაისი არის გრიგორიანული კალენდრის 135-ე დღე (ნაკიან წლებში - 136-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 230 დღე.
- 1618 : იოჰანეს კეპლერმა დაამტკიცა პლანეტათა მოძრაობის მესამე კანონი.
- 1756 : ინგლისსა და საფრანგეთს შორის შვიდწლიანი ომი დაიწყო.
- 1792 : საფრანგეთმა სარდინიას ომი გამოუცხადა.
- 1796 : ნაპოლეონის ტრიუმფალური სვლა მილანში.
- 1811 : პარაგვაი ესპანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1817 : აშშ-ში პირველი სულიერად ავადმყოფთა საავადმყოფო "საკუთარ აზრს მოკლებულ ხალხთა სანუგეშო თავშსესაფარი" გაიხსნა ფილადელფიაში, პენსილვანია.
- 1879 : დაარსდა “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”.
- 1918 : აშშ-ის საფოსტო სამსახური პირველად მსოფლიოში იწყებს რეგულარულ საჰაერო მომსახურეობას (ნიუ-იორკს, ფილადელფიასა და ვაშინგტონს შორის).
- 1919 : საბერძნეთის ჯარები გადმოსხდნენ იზმირში, დაიწყო საბერძნეთ-თურქეთის 1919-22 წლების ომი.
- 1928 : პირველად გამოჩნდა მიკი მაუსი.
- 1932 : სამხედრო გადატრიალების მცდელობისას იაპონიის პრემიერ-მინისტრი ინუკაი ცუიოში მოკლეს.
- 1935 : გაიხსნა მოსკოვის მეტროპოლიტენი.
- 1940 : ნეილონის ქალის წინდა გაიყიდა პირველად აშშ-ში.
- 1940 : გაიხსნა მაკდონალდსის პირველი რესტორანი.
- 1943 : სტალინმა კომინტერნი (მესამე ინტერნაციონალი) გააუქმა.
- 1948 : ეგვიპტე, ტრანსიორდანია, ლიბანი, სირია, ერაყი და საუდის არაბეთი ისრაელს დაესხა.
- 1948 : პალესტინაში დასრულდა ბრიტანელთა 28-წლიანი მმართველობა.
- 1955 : ხელი მოეწერა ხუთმხრივ შეთანხმებას ავსტრიის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ.
- 1957 : ბრიტანეთმა პირველი წყალბადის ატომი გამოსცადა.
- 1958 : გაშვებულ იქნა კოსმოსური ხომალდი “სპუტნიკ-3”.
- 1960 : გაშვებულ იქნა კოსმოსური ხომალდი “სპუტნიკ-4”.
- 1988 : რვაწლიანი ომის შემდეგ დაიწყო ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების ეტაპობრივი გამოყვანა.
- 1990 : ვინსენტ ვან გოგის "ექიმი გაშეს პორტრეტი" გაიყიდა $82,5 მილიონად, იმ დროისთვის მსოფლიოში უძვირესი ნახატი.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
- 1916 : ევდოშვილი, იროდიონ - ქართველი პოეტი-რევოლუციონერი.
- 1979 : ბაგრატიონი, ირაკლი - ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მუსიკალური მოღვაწე.
სხვა თვეები