ბორმანი, მარტინ
ვიკიპედიიდან
ბორმანი, მარტინ (გერმ. Martin Bormann) (* 17 ივნისი 1900, ვეგელებენი, გერმანია; † 2 მაისი 1945, ბერლინი, გერმანია) - გერმანელი პოლიტიკური და პარტიული მოღვაწე მესამე რაიხის დროს, "NSDAP"-ის კანცელარიის შეფი რაიხსმინისტრის უფლებებით და ერთ-ერთი გავლენიანი პირი ადოლფ ჰიტლერის გარემოცვაში.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
- 17 ივნისი: მარტინ ბორმანი დაიბადა ყოფილი სამხედრო მუსიკოსისა და მაშინდელი ფოსტის მუსაკის ოჯახში.
- მამის სიკვდილის შემდგომ დედამისი მეორედ დაქორწინდა. ამჯერად ბანკის თანამშრომელზე.
- სკოლის დამთავრების შემდგომ (აიზენახი და ვაიმარი) ბორმანი მსახურობდა საველე საარტილერიო ბატალიონის მეზარბაზნედ პირველ მსოფლიო ომში, თუმცა საბრძოლო სიტუაციებში მონაწილეობა არ მიუღია.
- მუშაობდა სასაფლო მეურნეობაში მეკლენბურგში. იმავე დროს იყო წევრი «გაერთიანება ებრაელობის თვითამაღლების წინააღმდეგ»-ის.
- იყო ყოფილი როსბახის ფრაიკორპსის საქორწინო და ტრადიციულ საქმეთა განყოფილების მეთაური.
- მარტი: ბორმანი გასამართლებულ იქნა და 1 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. შემდგომში აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის მეთაურთან რუდოლფ ჰიოსთან ერთად იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი საერო სკოლის მასწავლებლის ვალტერ კადოს მკვლელობაში. კადოს შესახებ დადიოდა ხმები, რომ მან ფრანგ დამპყრობლებს გაუმხილა ალბერტ ლეო შლაგეტერის ადგილსამყოფელი და ეს უკანასკნელი სიკვდილით იქნა დასჯილი რურის მხარეში ფრანგების წინააღმდეგ წარმოებული იატაკქვეშა ბრძოლისტვის.
- ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგი გაწევრიანდა ერნსტ რიომის ვაიმარულ ორგანიზაციაში «ფრონტბანი».
- ბორმანი შევიდა ნსდაპ-ში და დანიშნულ იქნა თიურინგიის გაუ-ს პრესის განყოფილების უფროსად.
- დაინიშნა თიურინგიის გაუს საქმეთა მმართველად.
- ბორმანი «სა»-ს უმაღლესი მმართველი შტაბის წევრია.
- იქორწინა გერდა ბუხზე, რომელთანაც 4 შვილი შეეძინა.
- იგი დაინიშნა «ნსდაპ»-ის დახმარების სალაროს მმართველად და ევალებოდა პოლიტმოწინააღმდეგეების მიერ დაშავეული პარტიის წევრებზე ზრუნვა.
- ივლისი: ბორმანის ინიციატივით დაარსდა ფონდი «გერმანული ეკონომიკის ადოლფ ჰიტლერის სახელობის შესაწირი», რომელსაც ძირითადად ინდუსტრიის მაგნატები აფინანსებდნენ.
- ივლისი: დანიშნულ იქნა ჰიტლერის მოადგილის რუდოფ ჰესის შტაბის უფროსად და «ნსდაპ»-ის ხელმძღვანელად მთელი რაიხის მასშტაბით.
- ნოემბერი: იგი არჩეულ იქნა რაიხსტაგის წევრად და გახდა ჰიტლერის პირადი ქონების საქმეთა მმართველი. ამით იგი ფიურერის ახლობელთა "ვიწრო წრეში" მოექცა.
- 12 მაისი: რუდოლფ ჰესის ინგლისში გაფრენის შემდგომ ბორმანმა ამ უკანასკნელის თანამდებობა დაიკავა, რომელიც გადაკეთებულ იქნა "პარტიის კანცელარიად" და მის ხელმძღვანელს რაიხსმინისტრის უფლებები მიენიჭა. მარტინ ბორმანი «ნაცისტური პარტიის» ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი გახდა.
- ბორმანის ინიციატივით ნაცისტურმა ხელისუფლებამ ბრძოლა გააჩაღა ქრისტიანული ეკლესიის წინააღმდეგ, თუმცა ჰიტლერის გადაწყვეტილებით ანტიკლერიკალიზმის საკითხი საბოლოოდ მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ უნდა გადაწყვეტილიყო.
- 9 ოქტომბერი: მისი ბრძანებით ამიერიდან ებრაული მოსახლეობა არათუ უნდა გაეძევებინათ «გროსდოიჩე რაიხის» საზღვრებიდან, არამედ აღმოსავლეთ ევროპის საკონცენტრაციო ბანაკებში უნდა გადაეგზავნათ.
- აპრილი: ბორმანი დანიშნულ იქნა «ფიურერის მდივნად» და ამით ფაქტობრივად მისი მოადგილის პოზიცია დაიკავა. გერმანიის საშინაო საქმეების მართვის სადავეები თითქმის მთლიანად მის ხელში გადავიდა. იგი ჰიტლერის უსაზღვრო ნდობით სარგებლობდა.
- სექტემბერი: ამიერიდან ყოველგვარი პარტიული საკითხი და მიმართვა ჰიტლერისადმი ბორმანის რეზოლუციის გარეშე ფიურერს არ მიეწოდებოდა.
- მან მობილიზირება გაუკეთა პარტია და გაულაიტერებს დირექტივები დაუგზავნა იბრძოლონ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. ჩამოყალიბებულ იქნა «ფოლკსშტურმი».
- აპრილი: ჰიტლერთან ერთად იგი რაიხსკანცელარიის ბუნკერში იმყოფებოდა.
- 29 აპრილი: ბორმანი მეჯვარედ იყო ჰიტლერის ქორწინებისას.
- 1 მაისი: ფიურერის თვითმკვლელობის შემდეგ იგი შეეცადა გაპარულიყო ბუნკერიდან და შეერთებოდა გროსადმირალ კარლ დიონიცს ფლენსბურგში.
- 1 ოქტომბერი: ნიურნბერგის ტრიბუნალმა ბორმანს დაუსწრებლად მიუსაჯა სიკვდილით დასჯა. მიუხედავად ართურ ახმანის განცხადებისა, რომ ბორმანი ბუნკერიდან გაქცევისას დაიღუპა, ამ უკანასკნელის ბედი მაინც გაურკვეველი დარჩა.