განდი, ინდირა
ვიკიპედიიდან
ინდირა პრიადარსინი განდი (დევანაგირი: इन्दिरा प्रियदर्शिनी गान्धी, IPA: [ɪnd̪ɪraː prɪjəd̪ərʃɪniː gaːnd̪ʰiː]) (19 ნოემბერი, 1917 – 31 ოქტომბერი, 1984) — ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1966-77 წლებში და ისევ 1980 წლიდან 1984 წლის 31 ოქტომბერს მის მკვლელობამდე. ინოდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი ჯავაჰარლალ ნერუს ქალიშვილი და შემდეგი პრემიერ მინისტრი რაჯივ განდის დედა, ინდირა განდი ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური ლიდერი იყო. მიუხედავად განთქმული გვარისა, მას მაჰათმა განდისთან ნათესაობა არ აკავშირებდა.