ვასილევსკი, ალექსანდრე
ვიკიპედიიდან
ალექსანდრე ვასილევსკი (რუს. Александр Михайлович Василевский) (* 30 სექტემბერი, 1895, ნოვაია გოლშიკა (კოსტრომა), რუსეთი; † 5 დეკემბერი 1977, მოსკოვი, სსრკ) - რუსი საბჭოთა სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, საბჭოთა კავშირის მარშალი, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი, სსრკ-ის შეიარაღებული ძალების მინისტრი და სამხედრო მინისტრი 1949-1953 წ.წ.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
- 1914 - 1918 - პირველი მსოფლიო ომის მონაწილე
- 1919 - წითელ არმიაში .
- 1918 – 1922 რუსეთის სამოქალაქო ომში პოლკის მეთაურის დამხმარე.
- 1937 - დაამთავრა გენშტაბის სამხედრო აკადემია
- 1938- სკკპ -ის წევრი.
- 1940,- მაისი – გენშტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე.
- 1941,- ივნისი- მიენიჭა გენერალ -მაიორის წოდება
- 1941,- აგვისტო - გენშტაბის უფროსის მოადგილე და გენშტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსი.
- 1942,- ივნისი - გენშტაბის უფროსი.
- 1942,- ოქტომბერი - სსრკ თავდაცვის სახალხო კომისრის უფროსის მოადგილე. უშუალოდ მონაწილეობდა წითელი არმიის მიერ უმნიშვნელოვანესი ოპერაციების დაგეგმვასა და შემუშავებაში, მთავარი საკითხების გადაწყვეტაში,ფრონტების ადამიანური რესურსებით, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების უზრუნველყოფით. ყველა სახის რეზერვის მომზადებაში მოქმედი არმიებისათვის.
- 1942 – 1943 სტალინგრადის ბრძოლის დროს იყო შეტევითი ოპერაციების დაგეგმვის ერთ-ერთი ავტორი და შემსრულებელი. კორდინაციას უწევდა ფრონტების მოქმედებას ალყაში მოქცეული მოწინააღმდეგის დაჯგუფების ლიკვიდაციისას.
- 1943 -კურსკის ბრძოლაში როგორც უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკის წარმომადგენელი ახორციელებდა ვორონეჟის ფრონტის და სტეპის ფრონტის ფრონტებს შორის ერთობლივ მოქმედებას.ხელმძღვანელობდა სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ფრონტების ოპერაციების დაგეგმვასა და ჩატარებას, დონბასის გასანთაფისუფლებლად.
- 1944-იანვარი თებერვალი კორდინაციას უწევდა მე-3 და მე-4 უკრაინული ფრონტების მოქმედებას კრივოროჟ - ნიკოპოლის ოპერაციაში,აპრილში საბჭოთა ჯარების მოქმედებას ყირიმის განთაფისუფლებისას, ივნისიდან, მოქმედებას მე-3ბელორუსიის, 1-ლი და 2-ე ბალტიისპირეთის ფრონტებისა ბელორუსიის ოპერაციაში.
- 1945-თებერვალი შეყვანილ იქნა უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკში და დაინიშნა მე-3 ბელორუსიის ფრონტის სარდლად.
- 1945-ივნისი საბჭოთა ჯარების მთავარსარდალი შორეულ აღმოსავლეთში. ვასილევსკის ხელმძღვანელობით განხორციელდა საბჭოთა ჯარების მსხვილი გადაჯგუფება, დაიგეგმა, მომზადა და ჩატარდა მანჯურიის სტრატეგიული შეტევითი ოპერაცია კვანტუნის არმიის გასანადგურებლად.1945- ( 9აგვ.- 2სექტ.)ომის შემდგომ გეშტაბის უფროსი,სსრკ შეიარაღებული ძალების მინისტრის მოადგილე, და 1-ლი მოადგილე.
- 1949- 1953 სსრკ შეიარაღებული ძალების მინისტრი (სამხედრო მინისტრი).
- 1953- 1956 სსრკ თავდაცვის მინისტრის 1-ლი მოადგილე.
- 1956- 1957 სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
- 1959- სსრკ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტორების ჯგუფში.
- 1952- 1961 სკკპ ცკ-ის წევრი.
- 1946- 1958 სსრკ უმაღლესი საბწოს დეპუტატი.
- დასაფლავებულია წითელ მოედანზე კრემლის კედელში.
[რედაქტირება] ჯილდოები
- ”ლენინის ორდენით” 8 - ჯერ
- ”ოქტომბრის რევოლუციის ორდენით”
- ”წითელი დროშის ორდენით” 2- ჯერ
- ”სუვოროვის ორდენი” I ხარისხის 1-ჯერ
- ”წითელი ვარსკვლავის ორდენი” III ხარისხის 1-ჯერ
- ორდენი ”გამარჯვება” 2-ჯერ
- მრავალი საბჭოთა და უცხოური მედალითა და ორდენით.