კონკორდი
ვიკიპედიიდან
კონკორდი (Concorde) — ზესწრაფი სამგზავრო თვითმფრინავი, დაპროექტებული ერთობლივად საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ (კომპანიები "აეროსპასიალ" და "ბრიტიშ ეირკრაფტ კორპორეიშენ") და ტუპოლევის ტუ-144-თან ერთად ერთერთი ზესწრაფი მოდელი იყო, რომელიც ოდესმე კომეცრიულ რეისზე გაშვებულა.
კონკორდმა პირველი საგამოცდო გაფრენა 1969 წელს მოახდინა. ფრანგულ-ბრიტანული ერთობლივი პროექტით სულ 16 ლაინერი იქნა წარმოებული, რომლებიც ავიაკომპანიებმა ერ-ფრანსი და ბრიტიშ ეირუეიზი შეისყიდეს. 1976 წელს კონკორდებმა რეგულარული რეისების წარმოება დაიწყეს. საერთო გადაყვანილ იქნა 3 მილიონზე მეტი მგზავრი. ტექნიკური უპირატესობის მიუხედავად ექსპლოატაციაში ძვირი გამოდგა.
2000 წლის 25 ივლისს ერთ-ერთმა კონკორდმა პარიზის აეროპორტიდან აფრენისას კატასტროფა განიცადა, რომლის ბორტზე მყოფი 113 ადამიანი დაიღუპა. შედეგად კონკორდის ყველა რეისი გაუქმდა შემთხვევის მიზეზების შესასწავლად და თვითმფრინავის მოდერნიზაციისთვის. 2001 წელს გაუმჯობესებული კონკორდი ისევ შევიდა ექსპლოატაციაში, თუმცა 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების გამო, ასევე მომსახურეობის სიძვირისა და მგზავრთა გადაყვანის რაოდენობის ვარდნის გამო მათი ექსპლუატაცია წამგებიანი გახდა. 2003 წელს კონკორდი ექსპლოატაციიდან მოხსნეს.