ნობელი, ალფრედ
ვიკიპედიიდან
ალფრედ ბერნჰარდ ნობელი (* 21 ოქტომბერი, 1833, სტოკჰოლმი, შვედეთი ― † 10 დეკემბერი, 1896, სანრემო, იტალია), ნობელის პრემიის დამფუძნებელი, შვედი ქიმიკოსი, ინჟინერი, ნოვატორი, იარაღის დამმზადებელი და დინამიტის შემქმნელი. იგი იყო ბოფორსის მეპატრონე, შეიარაღების მთავარი მწარმოებელი, რომელიც მან გარდაქმნა რკინის გადამამუშავებელი ქარხნიდან. მან ბოლო სურვილის მეშვეობით გამოიყენა საკუთარი მდგომარეობა, რათა დაენიშნა ნობელის პრემია. სინთეზური ელემენტი მის საპატივცემულად იქნა წოდებული ნობელიუმად.
ნობელმა გამოიგონა დინამიტი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ნობელი, მეჩვიდმეტე საუკუნის მეცნიერის ოლოს რადბეკის (1603-1708) შთამომავალი, იყო იმანუელ ნობელის (1801-1872) მესამე ვაჟი, დაბადებული სტოკჰოლმში 1833 წლის 21 ოქტომბერს. 1842 წელს იგი ოჯახთან ერთად სანქტ-პეტერბურგში გადავიდა, სადაც მამამისმა (თანამედროვე ფანრის გამომგონებელმა) დაიწყო "ტორპედოს" სამუშაოები. 1859 წელს ეს სამუშაო გადაბარებულ იქნა მეორე ვაჟიშვილზე ლადვიგ ნობელზე (1831-1888), რომელმაც იგი საკმაოდ გააფართოვა. ამერიკაში ოჯახთან და მამასთან ერთად გაკოტრების შემდეგ დაბრუნებისას, ალფრედი მუშაობს ასაფეთქებელ ნივთიერებებზე. რამდენიმე აფეთქება გაზეთშიც იქნა გამოქვეყნებული, რომელიც იუწყებოდა ნობელების მფლობელობაში მყოფ ქარხანაში მომხდარ აფეთქებებზე. ერთ-ერთი აფეთქებისას 1864 წელს დაიღუპა ალფრედის უმცროსი ძმა ემილი და რამდენიმე მუშა.
1901 წლიდან მოყოლებული არის ნობელის პრემია, რომელიც ყველა ქვეყნის და რასის წარმომადგენელ მამაკაცებსა და ქალბატონებს აძლევდა საშუალებას ყოფილიყვნენ დაფასებულნი თავიანთი მიღწევებით. ნობელის პრემიებია ფიზიკაში, ქიმიაში, მედიცინასა და ლიტერატურაში, და ასევე მშვიდობიან საქმიანობაში.
არ არის ნობელის პრემია დანიშნული მათემატიკის დარგში. ლეგენდის მიხედვით, ნობელმა მათემატიკის დარგში პრიზი იმიტომ არ დააწესა, რომ ქალმა, რომელსაც იგი ეტრფოდა, მას მათემატიკოსი ამჯობინა. არ არსებობს ამ ამბის ისტორიული დამდასტურებელი ცნობა, მაგრამ მიიჩნევენ, რომ მისი ოპონენტი იყო ცნობილი მათემატიკოსი მაგნუს გუსტაფ მიტაგ-ლეფლერი.
ნობელი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული.