რეპინი, ილია
ვიკიპედიიდან
ილია ეფიმის ძე რეპინი (რუს.: Илья́ Ефи́мович Ре́пин) (*5 აგვისტო/24 ივლისი, 1844, ჩუგუევი, ახლანდელი ხარკოვის ოლქი, უკრაინა ― †29 სექტემბერი, 1930, კუოკალა, ფინეთი, ახლანდელი რეპინო, ლენინგრადის ოლქი, რუსეთი) წამყვანი რუსი მხატვარი და სკულპტორი უკრაინიდან, პერედვიჟნიკის სამხატვრო სკოლის მიმდევარი. მისი რეალისტური ნამუშევრები ხშირად არსებული სოციალური წყობის მწვავე კრიტიკას ასახავს.
დაიბადა ჩუგუევში ხარკოვთან, უკრაინა. მამამისი სამხედრო ოფიცერი ყო. 1866 წელს სანქტ-პეტერბურგში მიემგზავრება და საიმპერატორო სამხატვრო აკადემიაში ირიცხება. 1873-1876 წლებში აკადემიის სტიპენდიით იტალიასა და პარიზში მოგზაურობს. მის ნახატთა უმრავლესობა გლეხობას, მეთევზეებსა და ვაჭართა ცხოვრებას აღწერს.
რეპინი პერედვიჟნიკების ასოციაციას 1878 წელს უერთდება. 1882 წლიდან ის სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს, თუმცა ხშირად მოგზაურობს საზღვარგარეთ. რემბრანდტის ხანშიშესული ადამიანების პორტრეტებით მოხიბლული რეპინი ხატავდა ცნობილ თანამემამულეებს ლევ ტოლსტოის, მენდელეევს, პობედონოსცევს და მუსორგსკის. 1903 წელს რუსეთის მთავრობის დავალებით ხატავს მის ყველაზე გრანდიოზულ ტილოს (400x877 სმ), რომელზეც სახელმწიფო საბჭოს ცერემონიალური სხდომაა აღბეჭდილი.
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ქალაქი სადაც მისი სახლი მდებარეობდა, სანკტ-პეტერბურგიდან ჩრდილოეთით, ფინეთის ტერიტორია გახდა. ლენინმა მოიწვია რუსეთში დაბრუნებულიყო, თუმცა მხატვარი უკვე ძალზე მოხუცი იყო მოგზაურობისთვის. რეპინი გარდაიცვალა კუოკალაში, ფინეთი (ამჟ. რეპინო, ლენინგრადის ოლქი), 1930 წელს.
რეპინის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია "ივანე მრისხანე ჰკლავს საკუთარ ვაჟს" (1885), "ბურლაკები ვოლგაზე" (1870-1873), და "ზაპოროჟიელ კაზაკთა პასუხი თურქეთის სულთანის წერილზე" (1880-1891).
[რედაქტირება] ნახატების გალერეა
ივანე მრისხანე და მისი ძე ივანე 1870-1873 |
სადკო წყლისქვეშა სამეფოში 1876 |
ვაშლები და ფოთლები 1879 |
ქეიფი 1883 |
დიდი თავადი ირჩევს საცოლეს 1885 |
ლევ ტოლსტოის პორტრეტი 1887 |
მირას წმ. ნიკოლოზი ლიციაში 1889 |
|
ლევ ტოლსტოის პორტრეტი 1893 |
მწერალი ჟირკიევიჩის პორტრეტი 1894 |
სახელმწიფო საბჭოს ცერემონიალური სხდომა 1900 |
|
პუშკინი უკითხავს საკუთარ პოემას მოხუც დერჟავინს (1911) |