ტიბეტი
ვიკიპედიიდან
ტიბეტი (Xizang /བོད་ Bod) - ავტონომიური რაიონი ჩინეთის დასავლეთ ნაწილში.
- მოსახლეობა - 2,722 ათასი.
- ფართობი - 1,221,600 კვ.კმ.
- ადმინისტრაციული ცენტრი - ლჰასა (115 ათასი).
- ისტორია - ტიბეტის სახელმწიფო წარმოიშვა მე-7 ს-ში. მე-13-14 სს-ში მონღოლთა ბატონობის ქვეშ იყვნენ. მე-17 ს-ში ბუდისტური (ლამაისტური) სექტის მეთაური გელუგპა დალაი-ლამა ქვეყნის სასულიერო და საერო ხელმძღვანელი გახდა. მე-18 ს-ის დასაწყისიდან ტიბეტი ჩინეთისა და მონღოლეთის ყურადღების ობიექტი გახდა. ამ პაექრობაში იმარჯვეს ჩინელებმა და ლჰასაში მცირე გარნიზონი ჩააყენეს, ამასთან დალაი-ლამას შეუნარჩუნეს სუვერენობა შიგა საქმეებში. 1904 ტიბეტში შეყვანილ იქნა ინგლისელთა ჯარები რუსეთის ზეგავლენისაგან დაცვის საბაბით. 1910 წელს ჩინეთი ემზადებოდა ტიბეტში შესაჭრელად, მაგრამ რევოლუციამ ჩაშალა მათი გეგმები. ჩინეთში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, 1950 წელს ტიბეტი ოკუპირებულ იქნა. წინააღმდეგობის მოძრაობას სათავეში ჩაუდგა დალაი-ლამა XIV, დაიწყო პარტიზანული ბრძოლა, რომელიც 1959 წელს ჩაახშვეს. დალაი-ლამამ ინდოეთს შეაფარა თავი. 1965 წელს შეიქმნა ავტონომიური რაიონი. გაერომ არაერთი რეზოლუცია მიიღო ტიბეტში ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ.