ფორდი, ჯერალდ
ვიკიპედიიდან
ჯერალდ რუდოლფ ფორდი, უმც. (Gerald Rudolph Ford, Jr.); (* 14 ივლისი, 1913 ― † 26 დეკემბერი, 2006) — აშშ-ის 38-ე პრეზიდენტი (1974–1977) და მე-40 ვიცე-პრეზიდენტი (1973–1974). ის იყო პირველი დანიშნული ვიცე-პრეზიდენტი კონსტიტუციის 25-ე შესწორების პირობების მიხედვით და პრეზიდენტად გახდომისას ერთადერთი პიროვნება იყო ამ პოსტზე, რომელიც არჩეული არ ყოფილა. ის ასევე ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრები პრეზიდენტი იყო, გაუსწრო რა რონალდ რეიგანს.