ქაირო
ვიკიპედიიდან
ქაირო القاهرة |
|
---|---|
ძირითადი მონაცემები | |
ქვეყანა: | ეგვიპტე |
ფართობი: | 214 კმ² |
მოსახლეობა: | 7.734.614 (2005) |
სიმჭიდროვე: | 36.143 მოსახლე კმ²-ზე |
ტელ. კოდი: | 02 |
ადმინ. დაყოფა: | მუნიციპალიტეტი |
პოლიტიკა | |
მერი | აბდელ აზიმ მუსა ვაზირი |
ქაირო (არაბ. القاهرة; al-Qāhirah, კოორდ. 30.03333, 31.21667) -- ეგვიპტის დედაქალაქი; 15.2 მილიონიანი მოსახლეობით (აგლომერაცია) უდიდესი ქალაქია აფრიკაში; მსოფლიოში რიგით მე-16 ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მეტროპოლია.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ოფიციალური სახელია "ალ-ქაჰირა", ადგილობრივი მცხოვრებლები მას როგორც წესი ქვეყნის სახელით "მაშრ" (არაბ. مصر) მოიხსენიებენ ადგილობრივ დიალექტზე. სახელი "ალ-ფაჰირა" ითარგმნება, როგორც "გამარჯვებული". სახელის წარმოშობად ქალაქის დაფუძნების დროს პლანეტა მარსის მდგომარეობას მიიჩნევენ. მარსი დესტრუქციასთან იგივდება და არაბულად მას "ალ ნაჯმ ალ ქაჰირ" ეწოდება, ლეგენდის მიხედვით სწორედ აქედან უნდა იყოს ქალაქის სახელიც. თუმცა ისტორიულად ქალაქის სახელი მისი ტიტულიდან "ქაჰირატ ალ ადაა" (მტერთა დამთრგუნველი) უნდა წარმოშობილიყო. ეს ტიტული ქალაქს მიეცა მისი ძლევამოსილი სტატუსის გამო, ვინაიდან უცხოელთა ჯარების მიერ ქალაქის დაპყრობის მრავალი მცდელობა წარუმატებლად სრულდებოდა (მაგ. მონღოლთა, ჯვაროსნებისა და ოსმანთა შემოსევები).
სექციების სია |