ეგვიპტე
ვიკიპედიიდან
ეგვიპტე |
|
ეგვიპტის დროშა |
ეგვიპტის გერბი |
ფართობი: 1 001 450 კმ² |
|
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა.
- არაბული: Al-Jumhuriyat Misr al-Arabiyah.
- ეტიმოლოგია: ფარაონების ეპოქის მოსახლეობა თავის ქვეყანას “კემეს” უწოდებდა, რაც “შავმიწას” ნიშნავდა. Aigyptos ანუ “ეგვიპტე” ძველმა ბერძნებმა შეარქვეს. სავარაუდოდ იგი მიღებულია Hikuptah-ს დამახინჯებით, რაც ნიშნავს „უზენაესი ღვთაების პტას სულის ტაძარს“. დღევანდელი არაბულენოვანი მოსახლეობა თავის ქვეყანას უწოდებს “მისრ”-ს. აქედანაა ძველქართული “მისრეთი”.
- ქვეყნის კოდი: EG.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვას, აღმოსავლეთით - წითელ ზღვას, სამხრეთიდან და დასავლეთიდან შემოფარგლულია უდაბნოებით - საჰარა და ლიბიის უდაბნო.
- ფართობი: 1.001 ათასი კვ.კმ.
- ბუნება: გეოგრაფიული რაიონები - ნილოსის ხეობა, კატარას ქვაბული, დასავლეთი უდაბნო, აღმოსავლეთი უდაბნო. უმაღლესი მწვერვალი - ჯებელ კატერინა 2.638 მ.; უდიდესი მდინარე (კმ) – ნილოსი 1.550 (სულ 6.671); უდიდესი ტბა (კვ.კმ) - ნასერი 5.500 (ხელოვნური); უდიდესი კუნძული - ჯაზირათ შადვანი; კლიმატი - ხმელთაშუაზღვის, მშრალი.
- ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, ბუნებრივი აირი, რკინის მადანი, ფოსფატები, მანგანუმი, კირქვა, თაბაშირი, ტალკი, აზბესტი, ტყვია, თუთია.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა: დემოკრატიული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი (Mohammed Hosni MUBARAK, 1981).
- საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (454+264 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა: ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია 28 პროვინცია (Muhafazah).
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა: 74,7 მლნ (2003), მათ შორის ეგვიპტელი არაბები 98,8%, ნუბიელები 0,6%.
- ენები: არაბული. ინგლისური და ფრანგული ფართოდ ისწავლება.
- რელიგია: მუსულმანები 85%, ქრისტიანები 14%.
- ქალაქები (ათ.) : ქაირო (7.938; აგლომ. 15.892), ალექსანდრია (3.891; აგლომ. 4.443), ალ-ჯიზა (გიზა, 2.598), შუბრა ალ-ჰაიმა (870; აგლომ. 1.070), პორტ საიდი (549), ას-სუვეისი (სუეცი, 4.880).
[რედაქტირება] ეკონომიკა
- ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 72 მლრდ $ (42-ე ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 1.200 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 16, მრეწველობა 34, მომსახურება 50.
- ექსპორტი: ნავთობი, ბამბა, საფეიქრო ნაწარმი, ხილი.
- ბიუჯეტი: 21,500 მლნ $.
- ვალუტა: ეგვიპტური ფუნტი (EGP).
[რედაქტირება] ისტორია
[რედაქტირება] ძველი ეგვიპტე
[რედაქტირება] ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაპყრობა
[რედაქტირება] რომის მიერ დაპყრობა
1922 წლიდან ეგვიპტე დამოუკიდებელი სახელმწიფოა, 50-იან წლებში გახდა რესპუბლიკა გამალ აბდელ ნასერის ხელმძღვანელობით. ახლო წარსულში იგი აწარმოებდა ომს ისრაელთან, მაგრამ 1977 წელს ანვარ სადათის პრეზიდენტობის დროს გააფორმა მასთან სამშვიდობო ხელშეკრულება. ამან გამოიწვია ეგვიპტის გარიცხვა არაბულ სახელმწიფოთა ლიგიდან. 1981 წელს ექსტრემისტმა-ისლამისტებმა მოკლეს სადათი, მისი ადგილი დაიკავა ჰოსნი მუბარაქმა, რომელიც უფრო ზომიერ ხაზს ატარებს. 1987 წელს აღადგინა ურთიერთობები არაბულ ქვეყნებთან. 1991 წელს მონაწილეობდა სპარსეთის ყურის ომში აშშ-ს მხარეზე. ეგვიპტე ასრულებს მთავარ როლს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესში.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
- ქაირო - ეროვნული მუზეუმი ტუტანხამონის აკლდამის ძვირფასეულობით, ეგვიპტური მუზეუმი, ისლამური კაირო;
- ლუქსორი - ლუქსორის და კარნაკის ტაძრები, მეფეთა ველი;
- ელ-გიზა - პირამიდები და დიდი სფინქსი;
- ასუანი - აბუ-სიმბელის ტაძარი;
- სინაი - წითელი ზღვის ქორალური ბაღები.
[რედაქტირება] ცნობილი ეგვიპტელები
- პოლიტიკოსები – გამალ აბდელ ნასერი, ანვარ სადათი;
- დიპლომატები – ბუტროს გალი;
- მწერლები – ნაგიბ მაჰფუზი;
- მსახიობები – ომარ შარიფი, სუად ჰუსნი;
- ბიზნესმენი – მოჰამედ ალ-ფაიედი.