შიდა ქართლის მხარე
ვიკიპედიიდან
შიდა ქართლის მხარე | |
---|---|
![]() |
|
ზოგადი ცნობები | |
რეგიონის კოდი: | GE-SK |
ფართობი: | 6.200 (ფაქტ. 4807) კმ² |
მოსახლეობა: | 314 ათასი (2002) |
ადმ. ერთეულები: | 1 ქალაქი, 5 რაიონი |
მთავარი ქალაქი: | გორი |
სახ. რწმუნებული: | მიხეილ ქარელი |
ფოტოგალერეა | |
![]() |
მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცია შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-SK. მხარის ჩრდილოეთი ნაწილი მოიცავს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დიდ ნაწილს, რომლის ავტონომიის სტატუსი გაუქმებულ იქნა საქართველოს სსრ კავშირიდან გამოსვლის შემდეგ, რასაც კონფლიქტი და მთავრობის მიერ ამ რეგიონზე კონტროლის დაკარგვა მოჰყვა. შიდა ქართლის მხარე ში მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:
სექციების სია |
[რედაქტირება] ზოგადი ცნობები
მხარის ფართობი შეადგენს სულ 6200 კვ.კმ–ს (მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშაა 4807 კვ.კმ), მოსახლეობა – 314 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე – 65 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გორი. მხარის იმ ნაწილში, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს, 372 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
[რედაქტირება] ადგილობრივი მმართველობა
მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია - 1, რაიონის გამგეობა - 3, სადაბო საკრებულო - 2, სოფლის საკრებულო - 65 (მათ შორის ერედვისა და ქურთის საკრებულოები). საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება ჯავის რაიონის 8, ყოფილი ყორნისის რაიონის 5 და ყოფილი ცხინვალის რაიონის 6 საკრებულოზე. მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე, რომელიც შემოღებულ იქნა 1995 წლის მარტში, დღემდე მუშაობდნენ:
[რედაქტირება] ეკონომიკა
მხარის განვითარების პერსპექტივა დიდად არის დამოკიდებული საქართველოს მთავრობასა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეჟიმს შორის პოლიტიკური შერიგების წინსვლაზე. მხარის სამხრეთი ნაწილი საქართველოს ძირითადი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ არის განლაგებული და მნიშვნელოვანი სამრეწველო პოტენციალი აქვს (გორი, კასპი, აგარა). გორის რაიონი მეხილეობის ცენტრია.
[რედაქტირება] ღირშესანიშნაობები
მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
- ატენის სიონი
- ყინწვისის ეკლესია
- სამთავისის ეკლესია
- უფლისციხე
- რკონის მონასტერი
- გორის ციხე
[რედაქტირება] ისტორია
მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:
[რედაქტირება] ქართული რესურსები ინტერნეტში
- ბმული
რედ. საქართველოს მხარეები |
აფხაზეთი • აჭარა • თბილისი • გურია • იმერეთი • კახეთი • მცხეთა-მთიანეთი • რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი • სამეგრელო-ზემო სვანეთი • სამცხე-ჯავახეთი • ქვემო ქართლი • შიდა ქართლი |