ვიკიპედიიდან
14 აგვისტო არის გრიგორიანული კალენდრის 226-ე დღე (ნაკიან წლებში – 227-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 139 დღე.
- 1248 : კიოლნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო.
- 1385 : ალხუბაროტას ბრძოლაში პორტუგალიელები ამარცხებენ კასტილიელებს.
- 1598 : იელოუ-ფორდის ბრძოლაში ირლანდიელები ჰიუ ონილის მეთაურობით ამარცხებენ ინგლისელებს.
- 1848 : ორეგონის ტერიტორიის ორგანიზაცია მოხდა აშშ-ში კონგრესის აქტით.
- 1885 : იაპონიაში პირველი პატენტი გაიცა - უჟანგავი საღებავისთვის.
- 1893 : საფრანგეთში ავტომანქანების რეგისტრაცია შემოიღეს.
- 1908 : პირველი სილამაზის კონკურსი ჩატარდა ფოკსტონში, ინგლისი.
- 1912 : აშშ-ის მარინები იჭრებიან ნიკარაგუაში სამი წლის წინ მოყვანილი აშშ-ის მარიონეტი მთავრობის მხარდასაჭერად.
- 1930 : საბჭოთა კავშირის მთავრობამ მიიღო დადგენილება "საყოველთაო აუცილებელი დაწყებითი განათლების" შესახებ.
- 1935 : აშშ-ის სოციალური დაზღვევის აქტი შედის ძალაში, რომლის მიხედვით შეიქმნა სამთავრობო საპენსიო სისტემა.
- 1936 : დაარსდა საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი.
- 1936 : ბოლო სახალხო სასჯელის აღსრულება აშშ-ში - რეინი ბეთი ჩამოახრჩვეს ოუენსბოროში, კენტუკი.
- 1941 : დიდი ბრიტანეთი და აშშ ხელს აწერენ ატლანტის ქარტიას.
- 1945 : იაპონიის იმპერატორი ჰიროჰიტო ხელს აწერს ქვეყნის უპირობო კაპიტულაციას.
- 1947 : პაკისტანი დამოუკიდებელი ხდება ბრიტანეთის ინდოეთის იმპერიისგან და უერთდება დომინიონის თანამეგობრობას.
- 1969 : ბრიტანეთის ჯარები განლაგდა ჩრდილოეთ ირლანდიაში.
- 1971 : ბაჰრეინი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1980 : ლეჰ ვალენსა იწყებს გაფიცვის კამპანიას გდანსკში, პოლონეთის საპორტო ქალაქში.
- 2003 : ფართომასშტაბიანი ელექტროენეერგიის კრიზისი ჩრდილოაღმოსავლეთ აშშ-სა და კანადაში.
- 1297 : ჰანაზონო - იაპონიის იმპერატორი
- 1540 : მაგნუსი - ლოვონიის მეფე
- 1688 : ფრიდრიხ ვილიამ I პრუსიელი
- 1740 : პუის VII - რომის პაპი
- 1771 : სერ უოლტერ სკოტი - ინგლისელი მწერალი (გ.1832)
- 1862 : პრუსიელი, ალბერტ ვილჰელმ ჰაინრიხ - გერმანიის საიმპერიო სამხედრო ფლოტის გროსადმირალი
- 1851 : ჰოლიდეი, დოკ - ველური დასავლეთის ამერიკელი მსროლელი და აზარტული მოთამაშე (გ.1887)
- 1867 : გოლსუორი, ჯონ - ინგლისელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურიატი
- 1876 : ობრენოვიჩი, ალექსანდრე - სერბეთის მეფე
- 1933 : ერნსტი, რიხარდ - შვეიცარელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურიატი
- 1945 : მარტინი, სტივ - ამერიკელი მსახიობი
- 1959 : ჯონსონი, მეჯიქ - ამერიკელი კალათბურთელი
- 1966 : ბერი, ჰოლი - ამერიკელი მსახიობი
- 1973 : ოკოჩა, ჯეი ჯეი - ნიგერიელი ფეხბურთელი
- 1977 : ხამაშურიძე, ბესიკ - ქართველი მორაგბე, 15 ნომერი, გარემარბი
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
- 582 : ტიბერიუს II - ბიზანტიის იმპერატორი
- 1204 : მინამოტო ნო იორიე - იაპონელი სიოგუნი
- 1430 : ფილიპე I - ბრაბანტის ჰერცოგი
- 1433 : ჟუან I პორტუგალიის მეფე
- 1464 : პიუს II - რომის პაპი
- 1956 : ბრეხტი, ბერტოლტ – გერმანელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
- 2004 : მილოში, ჩესლავ - პოლონელი პოეტო, ნობელის პრემიის ლაურიატი
სხვა თვეები: