ვიკიპედიიდან
15 ნოემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 319-ე დღე (ნაკიან წლებში – 320-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 46 დღე.
- ძვ. წ. 63 : ციცერონი კატილინას ქვეყნის მოღალატედ აცხადებს.
- 1415 : რუსეთის ეკლესია გაიყო კიევის და მოსკოვის ეპარქიებად.
- 1492 : ქრისტეფორე კოლუმბმა პირველად აღწერა საკუთარ დღიურში თამბაქო, რომელსაც ინდიელები იყენებდნენ.
- 1791 : აშშ-ის პირველი კათოლიკური კოლეჯი - ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი - გაიხსნა.
- 1854 : ეგვიპტის მეფე საიდი სუეცის არხის მშენებლობაზე თანხმობას აცხადებს.
- 1889 : ბრაზილია რესპუბლიკად გამოცხადდა; იმპერატორი პედრუ II პუტჩის მიერ გადაყენებულ იქნა.
- 1920 : ერთა ლიგის პირველი ასამბლეა შეიკრიბა ჟენევაში.
- 1934 : სსრკ-ში განხორციელდა პირველი გახმოვანებული სატელევიზიო გადაცემა.
- 1943 : გერმანიის სს-ის ხელმძღვანელი ჰაინრიჰ ჰიმლერის გადაწყვეტილებით ბოშებს იგივე სტატუსი მიენიჭათ რაც ებრაელებს და საკონცენტრაციო ბანაკებში გაამგზავრეს.
- 1955 : ლენინგრადის მეტროს პირველი ხაზი გაიხსნა.
- 1969 : ცივი ომი - საბჭოთა და ამერიკული წყალქვეშა გემები ეჯახება ერთმანეთს ბარენცის ზღვაში.
- 1969 : ვიეტნამის ომი - ვაშინგტონში ნახევარ მილიონამდე მოქალაქე გამოდის ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე.
- 1970 : საბჭოთა ლუნოხოდ-1 უსაფრთხოდ დაეშვა მთვარის ზედაპირზე.
- 1971 : ინტელმა მსოფლიოში პირველი ერთჩიპიანი მიკროპროცესორი "4004" გამოუშვა.
- 1983 : ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა დაარსდა.
- 1988 : საბჭოთა კავშირში პირველ და უკანასკნელ კოსმოსურ ფრენაში გაშვებულ იქნა შატლი ბურანი.
- 1988 : ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი - პალესტინის ეროვნული საბჭო პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აცხადებს.
- 2001 : მაიკროსოფტი უშვებს კომპანიის პირველ სათამაშო კონსოლს Xbox.
- 2002 : ჰუ ძინტაო ხდება ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
სხვა თვეები: