ბუენოს-აირესი
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ბუენოს-აირესი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ბუენოს-აირესი (მრავალმნიშვნელოვანი) |
ბუენოს-აირესი (ესპ. Buenos Aires - "კეთილი ჰავა", 34°40′S 58°24′W) -- არგენტინის დედაქალაქი, მისი უდიდესი აგლომერაცია და პორტია, ისევე როგორც ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი ლათინურ ამერიკაში. ბუენოს-აირესი მდებარეობს რიო-დე-ლა-პლატას სამხრეთ სანაპიროზე, სამხრეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, კოლონია-დელ-საკრამენტოს, ურუგუაი, პირდაპირ.
მე-19 საუკუნის შიდა კონფლიქტების შემდეგ ბუენოს-აირესი ფედერალური შენაერთი გახდა და ბუენოს-აირესის პროვინციას გამოეყო. დროთა განმავლობაში ქალაქის საზღვრები გაფართოვდა და მოიცვა ყოფილი ქალაქები ბელგრანო და ფლორესი (ამჟამად ქალაქის უბნებია).
არგენტინელები ხშირად ქალაქს მოიხსენიებენ როგორც ფედერალურ დედაქალაქად, მსგავსი სახელის პროვინციისგან განსასხვავებლად. 1994 წლის კონსტიტუციით ის აუტონომიურ ქალაქად გამოცხადდა, აქედან გამომდინარეობს მისი სრული სახელი: Ciudad Autónoma de Buenos Aires).
სექციების სია |