ვარშავა
ვიკიპედიიდან
ვარშავა (პოლ. Warszawa, სრული სახელი Miasto Stołeczne Warszawa - დედაქალაქი ვარშავა) - პოლონეთის დედაქალაქი და მისი უდიდესი ურბანული ცენტრია. მდებარეობს მდ. ვისლაზე დაახ. 350 კმ-ში ბალტიის ზღვიდან და კარპატის მთებიდან. მისი მოსახლეობა 2004 წელს შეადგენდა 1.676.600 ადამიანს, ურბანული აგლომერაციის ჩათვლით კი - 2.400.000-ს.
ქალაქი ასევე მასოვიის სავოევოდოს დედაქალაქია და მრავალი ინდუსტრიის (მათ შორის - ლითონნაკეთობათა, ელექტრონული ინჟინერინგის და ავტოსამშენებლო წარმოებები) ცენტრია. აქვეა 66 უმაღლესი განათლების ინსტიტუტი (მათ შორის - ვარშავის უნივერსიტეტი, ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ბიზნესის უმაღლესი სკოლა და ვარშავის სამედიცინო აკადემია). ვარშავაში 30-ზე მეთი თეატრი მოქმედებს, მათ შორის -- ეროვნული თეატრი და ოპერა და ეროვნული ფილარმონიის ორკესტრი.
სექციების სია |