მაგელანი, ფერნანდო
ვიკიპედიიდან
ფერნანდო მაგელანი (პორტ.: Fernão de Magalhães; ესპ.: Fernando ან Hernando de Magallanes; გაზაფხული 1480–27 აპრილი, 1521) იყო პორტუგალიელი მეზღვაური-მკვლევარი, რომლის მეთაურობით მოხერხდა პირველი წარმატებული მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ. მაგელანს თავად მოგზაურობის დასრულებამ ვერ მოუწია; მოკლულ იქნა მაკტანის ბრძოლაში ფილიპინებზე. თუმცა ის გარდაიცვალა მალუკუს კუნძულების დასაველთით, და შესაბამისად ითველბა, რომ პირველი ადამიანი იყო, რომელმაც დედამიწის ყველა განედი გადაჭრა. ევროპიდან აზიაში დასავლეთის მიმართულებით მიმავალმა ექსპედიციამ მისი მეთაურობით პირველმა გადაჭრა წყნარი ოკეანე.
ექსპედიციის 250 წევრიდან მხოლოდ 18-მა მოახერხა ესპანეთში დაბრუნება და შესაბამისად დედამიწის ირგვლივ შემოვლა. მათ მეთაურობდა ბასკი ხუან სებასტიან ელკანო, რომელმაც ექსპედიციის წინამძღოლობა მაგელანის სიკვდილის შემდეგ ითავა.