სელინჯერი, ჯერომ
ვიკიპედიიდან
ჯერომ დეივიდ სელინჯერი (* 1 იანვარი, 1919, ნიუ-იორკი), ამერიკელი მწერალი. სახელი მოიხვეჭა რომანით "თამაში ჭვავის ყანაში" (1951). აღსანიშნავია სელინჯერის ეპიკური ციკლი ― საგა გლასების ოჯახზე ― "ბანანა თევზის ამინდი" (1948), "ფრენი და ზუი" (1961), "ჭერი ასწიეთ, დურგლებო" (1963), "სეიმური -გაცნობა" (1963). სელინჯერი ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ნაწარმოებების ოსტატია. მისი გმირები უმთავრესად ბავშვები და მოზარდები არიან, რომლებიც მწვავედ განიცდიან კონფლიქტებს: აქედან მომდინარეობს მისი ტრაგიზმი, გაუცხოება, მარტოობა, დაბნეულობა, დეპრესია, პროტესტი საზოგადოებაში გაბატონებული სიყალბისა და მანკიერებისადმი. მის ბოლო ნაწარმოებებში იგრძნობა გატაცება რელიგ. დოქტრინებით, აღმოსავლეთის იდეალისტური ფოლოსოფიით, სელინჯერი კიერკეგორის ნააზრევით.