ჰონკონგი
ვიკიპედიიდან
ვიკიპედიელთა მოსაზრებით ეს სტატია უნდა შეერწყას ამ თემაზე უკვე არსებულ სხვა სტატიას. იხილეთ ამ სტატიის განხილვის გვერდი. |
ჰონკონგი (Xianggang / Hong-Kong) – ჩინეთის ავტონომიური ერთეული, დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონია სამხრეთ-ჩინეთის ზღვის სანაპიროზე. ადრე ჩინეთის ნაწილი იყო, 1841 წელს დაიკავა ინგლისმა. 1941-45 წლებში ოკუპირებულ იყო იაპონიის მიერ. დაუბრუნდა ჩინეთს 1997 წელს იმ პირობით, რომ 50 წლის განმავლობაში არ შეიცვლებოდა კაპიტალისტური წყობა და ეკონომიკური თავისუფლება. ამჟამად იგი უდიდეს სავაჭრო ცენტრად რჩება ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
- ბუნება - უმაღლესი მწვერვალი - ტაი მო შანი 958 მ; მდინარე - შამ-ჩუნი; ტბები - ტაი-ლამ-ჩუნგი, შინ-მუნი; კუნძულები (კვ.კმ) - ლან-ტაუ 150, ჰონკონგი 80, ლამა 13,5; კლიმატი - ტროპიკული მუსონური.
- ფართობი - 1.092 კვ. კმ.
- მოსახლეობა - 7,2 მლნ. ჰონკონგი ითვლება მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ერთეულად. 57% ადგილობრივი ჩინელია.
- ქალაქები (ათ.) – სიანგანი (1.345), ძიულონგი (2.039), შატინი (638).
- ეროვნული შემოსავალი: მოცულობა - 164 მლრდ $ (მე-27 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 25.200 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 0, მრეწველობა 15, მომსახურება 85;